საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ქართველი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია თავის instagram-ის ოფიციალურ გვერდზე ნაპოლის სთორს აზიარებს, სადაც ჩანს, რომ „ნაპოლის“ დროშაზე საქართველოს დროშაცაა გამოსახული.
შეგახსენებთ, 33-წლიანი პაუზის შემდეგ, „ნაპოლის“ სკუდეტოს მოგებასთან ერთი ნაბიჯი აშორებს.
ნეაპოლური კლუბი უახლოეს მდევარს, რომის „ლაციოს“, ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე 18 ქულით უსწრებს.