საქართველოს პარლამენტის წევრი ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“გუშინ ლაზარეს ტელეფონი და საკუთარი ნომერი ვაჩუქეთ. სათითაოდ დაურეკა ბებია-ბაბუებს, ნომერი ჩააწერინა და შეუთანხმდა, რომელ საათებში შეუძლიათ დაურეკონ, რომ გაკვეთილზე ხელი არ შეეშალოს. ძალიან ბედნიერი იყო.
როგორც იქნა, დაიძინა.
მერე მე ჩავუჯექი ჩემს ტელეფონს და ეს დამხვდა – ისეთი ემოციური ვარ ახლაც, ლაზარეს პირველი მესიჯი…”