1991 წლის 28 დეკემბერს ერთი ბედნიერი ოჯახის ცხოვრება ბრმა ტყვიამ სამუდამოდ შეცვალა. 3 თვის ფეხმძიმე ირმა დუნდუა ქმარ-შვილის თვალწინ მოკლეს. ირმა მეუღლესთან და შვილთან ერთად კუკიაზე მდებარე საავადმყოფოში, დამწვრობის ცენტრში, დევის მეგობრის სანახავად იყო მისული.
1991 წლის 28 დეკემბერი იყო – თბილისში ომი მძვინვარებდა. საავადმყოფოს შენობის აივანზე ირმა შვილთად და ქმართან ერთად იდგა, როცა რუსთაველის გამზირიდან ნასროლი ბრმა ტყვია ბავშვის თავსა და დევის ხელს შუა გაძვრა და ირმას აორტა გაუგლიჯა.
წყარო – პალიტრანიუსი