ცნობილმა მოკრივემ, ავთანდილ ხურციძემ საქართველოს მოქალაქეობა დათმო და აშშ-ს ლტოლვილად ჩაბარდა.
„საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ვთქვი, საქართველოს მოქალაქე აღარ ვარ, სამწუხაროდ. ამერიკას ჩავბარდი, როგორც ლტოლვილი. თუ ამერიკას დასჭირდება, გამოვალ ამერიკის დროშით. ბოდიშს გიხდით ქართველებს”, – განაცხადა ხურციძემ.
შეგახსენებთ, 2017 წელს აშშ-ში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის შედეგადაც, 33 პირი, მათ შორის, ავთანდილ ხურციძე დააკავეს.
პროკურატურამ დაკავებულებს ფულის გამოძალვა, თაღლითობა, ფინანსური მაქინაციები, რეკეტი, არალეგალური აზარტული თამაშები და კონტრაბანდა წაუყენა ბრალად.
ხურციძემ საპატიმრო ცოტა ხნის წინ დატოვა.