NASA-ს განცხადებით, ახლოს ვართ მზის მომდევნო მაქსიმუმთან, რომელიც 2025 წელს დაიწყება.
მზის მაქსიმუმი წარმოადგენს მზის აქტივობის პიკს, როდესაც ჩვენი მზის მაგნიტური ველი საკუთარ უძლიერეს, მოუწესრიგებელ და დინამიკურ წერტილს აღწევს.
შესაძლოა, მზის ასეთმა გაზრდილმა აქტივობამ გამოიწვიოს ექსტრემალური და კოსმოსური ამინდი, მათ შორის, მზის ანთებები და ამოფრქვევები. ასევე შესაძლებელია, რომ ხელი შეუშალოს რადიოკომუნიკაციებსა და ელექტროსისტემებს, სერიოზული ზიანი მიაყენოს ასტრონავტთა ჯანმრთელობას.
უპირველეს ყოვლისა, მზის მაქსიმუმი საფრთხეს ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურისთვის წარმოადგენს.
ინდივივუალური კუთხით, ადამიანები მზის მაქსიმუმის ეფექტებს შეუიარაღებელი თვალით თითქმის ვერ ხედავენ.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მზის შემდეგი მაქსიმუმი შესაძლოა, წინაზე ძლიერი იყოს.
როგორც დგინდება, მზის ციკლი 11 წელს გრძელდება და მზის მაქსიმუმი ყოველი ციკლის შუაში დგება.
შეგახსენებთ, რომ მზის ბოლო მაქსიმუმი 2012-2014 წლებს იყო და განსაკუთრებით სუსტი იყო, ერთ-ერთი ყველაზე პატარა ბოლო ასი წლის განმავლობაში. შედეგად, კოსმოსური ამინდიც საკმაოდ მშვიდი იყო.
ნახეთ კადრები –
თუმცა, მომავალი მზის მაქსიმუმი, სავარაუდოდ, საშუალო სიმძლავრის იქნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გავლენა ექნება კოსმოსურ ამინდზე და ექნება გარკვეული შედეგებიც.
რას ნიშნავს მზის მაქსიმუმი დედამიწისთვის?
მზის აქტივობას მასში პლაზმის მკვეთრი მოძრაობები განაპირობებს, რომელიც წარმოქმნის და ცვლის მზის მაგნიტურ ველს.
მზის მაგნიტური ველი სიძლიერის პიკს მზის მაქსიმუმისას აღწევს და წარმოქმნის საკმაოდ ბევრ მზის ანთებასა და კორონული მასის ამოფრქვევას.
მზის ანთებები მაღალენერგიული ფოტონების, მაგალითად, რენტგენული სხივებისგან შედგება, რაც დედამიწის ატმოსფეროს ზედა ნაწილში იონიზაციას ზრდის და ხელს უშლის რადიოკომუნიკაციებს.
მეორე მხრივ, კორონული მასის ამოფრქვევები წარმოადგენს მზის მაგნიტური ველისა და მატერიის ამოფრქვევას, რომელიც ხელს უწყობს გეომაგნიტურ შტორმების წარმოქმნას. ისინი დედამიწის მაგნიტურ ველს არყევს, რამაც შეიძლება დააზიანოს ელექტრომომარაგების სისტემები.
მზის მაქსიმუმისას დედამიწისკენ უფრო მეტად მოდის მაღალენერგიულ ნაწილაკთა ჭავლები, რომლებიც მზის მაქსიმუმში ოთხჯერ უფრო მეტი წარმოიქმნება, ვიდრე მინიმუმში.
გამომდინარე იქიდან, რომ ასეთ ანთებათა ნაწილაკები რადიაციაა, დიდ რისკს წარმოადგენს ასტრონავტთა და მაღალ სიმაღლეზე მფრენ თვითმფრინავთა ეკიპაჟის წევრთა ჯანმრთელობისათვის. ასევე შეიძლება გამოიწვიოს კოსმოსური ტექნიკის დაზიანება და თანამგზავრთა დაკარგვა.
მზის მაქსიმუმის ბევრი ეფექტი ხანმოკლეა, რაც ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს კოსმოსური ამინდის შესწავლაში.
კონკრეტული ეფექტი, რომლის გადაჭრით პროგნოზირებაც შესაძლებელია, არის პოლარული ციალი, იგივე ჩრდილოეთის და სამხრეთის ციალი, რომელიც მზის მაქსიმუმის დროს უფრო ხშირად და მძლავრად ხდება.
შეგახსენებთ, მზის მაქსიმუმის დროს, მზის უფრო მეტი ნაწილაკი დედამიწის ატმოსფეროს მოლეკულებთან ურთიერთქმედებს და წარმოქმნის კაშკაშა პოლარულ ციალს, რომელიც საკმაოდ შორს, დაბალ განედებამდე აღწევს.
ტექნოლოგიებზე და კოსმოსზე ჩვენი დამოკიდებულება წლიდან წლამდე იზრდება, რაც კოსმოსურ ამინდს უფრო დიდ რისკად აქცევს.
საფრთხე, რომელსაც მზის მაქსიმუმი ელექტროსისტემას უქმნის, ყველაზე მეტად შემაშფოთებელია, მაგრამ ყველაფერი მაინც ალბათობაზეა. ძლიერი მზის ციკლი ექსტრემალური კოსმოსური ამინდის უბრალოდ დიდ ალბათობას ნიშნავს და სულაც არ არის მისი გარანტია.
მომზადებულია პირველი არხისა და Business Insider-ის მიხედვით