ბათუმის საქალაქო სასამართლომ ცხოველის მკვლელობაში ბრალდებულ ირაკლი კეშელავას 3000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ბრალდებული სასამართლო პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრებოდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ცხოველთა უფლებადამცველების მხრიდან ხმაური მოჰყვა.
პროცესის დაწყებამდე ცხოველთა უფლებადამცველებმა აქციაც გამართეს. პროკურორის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდება უფრო მკაცრი სასჯელის მოთხოვნით.
შეგახსენებთ, 23 იანვარს 6 მაისის პარკში ბრალდებულმა მიუსაფარი ძაღლი მოკლა. გამოძიება ირაკლი კეშელავას ცხოველის წანებასა და სასტიკ.მოპყრობას ედავებოდა.
წყარო: ajara.news