ასტროლოგების თქმით, გაზაფხულის ბოლო თვე თითოეულ ადამიანს დიდ ენერგიასა და მოტივაციას მისცემს, რომ ცხოვრების სხვადასხვა სფერო შეცვალოს. გამონაკლისი არც სასიყვარულო ურთიერთობებია. ქორწინება, ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადაყვანა, ნიშნობა, სასიამოვნო თავგადასავლები – ესაა ის, რასაც მაისი ბევრ ადამიანს უმზადებს. თუმცა, ზოდიაქოს ეს ნიშნები გაზაფხულის ბოლო თვეში ნამდვილ სიყვარულს შეხვდებიან და ამ თვალსაზრისით, მათი ყოველდღიურობაც შეიცვლება:
სასწორი
ასტროლოგების თქმით, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები მნიშვნელოვან ადამიანს სრულიად მოულოდნელად იქ შეხვდებიან, სადაც ამას ყველაზე ნაკლებად ელოდებიან. ამიტომაც, მაისში მეგობრების შეთავაზებებზე, რომ გახვიდეთ სასეირნოდ, სამოგზაუროდ, წვეულებებსა თუ სხვა ღონისძიებებზე, უარი არ თქვათ. სწორედ იქ შეიძლება გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში ბედნიერ დღეებს შემოიტანს და შესაძლოა, ეს ურთიერთობა ძალიან მყარ და მტკიცე კავშირად გარდაიქმნას.
კურო
მაისის თვეში კომფორტის ზონიდან გამოსვლა მოგიწევთ, თუმცა ეს თქვენზე დადებითად აისახება. როგორც წესი, თქვენ სტაბილური გარემო მოგწონთ, შემუშავებული გაქვთ რუტინა, კონკრეტული განრიგი, რა დროს რა უნდა გააკეთოთ, მაგრამ შემდეგი თვის განმავლობაში ბევრი დაუგეგმავი აქტივობა, მნიშვნელოვან ღონისძიებებსა თუ მოვლენებზე დასწრება გელით, სადაც ასტროლოგების თქმით, შესაძლოა, თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანს შეხვდეთ და სასიყვარულო თავგადასავალში გადაეშვათ.
ლომი
ცეცხლოვანი ლომებისთვის მაისი მნიშვნელოვანი თვეა. დიდ ენერგიასა და მოტივაციას იგრძნობთ და საკუთარი უნარებისა და თავდაჯერებულობის სრულად გამოვლენას შეძლებთ. ასტროლოგების თქმით, დიდი შანსია, რომ აღნიშნულ პერიოდში თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებში მნიშვნელოვანი გარდაქმნები დაიწყოს. შესაძლოა, სრულიად მოულოდნელად შეხვდეთ ადამიანს, რომელიც შეგიყვარდებათ და მასთან ერთად დიდი დროის გატარება მოგინდებათ. ან კიდევ ირგვლივ არსებული ადამიანებიდან აღმოაჩენთ, რომ სწორედ იქაა ის, ვინც თქვენთან ყოფნას იმსახურებს. ნებისმიერ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ.
წყარო:ბომონდი