ფოტოგრაფი, გოგა ჩანადირი რიკოთის უღელტეხილზე შექმნილ ვითარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“მესმის რიკოთის გზის სიძნელები და ისიც, რომ მშენებლობისა და მეწყრული პროცესების გამო, მონაკვეთი იკეტება ხოლმე. თუმცა, შემოვლითი გზები – ზესტაფონი-ჭიათურა-გომი და ხარაგაული-სურამის მონაკვეთები ცუდ მდგომარეობაშია და რადგან მძღოლებს აქეთ ვამისამართებთ, სწრაფად უნდა მიეხედოს. შემოვლითი გზების გამო მანძილი ხომ გრძელდება და გაფუჭებული რომ არის, დროც ძალიან ძალიან იზრდება“, – წერს ჩანადირი.