Monday, July 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა მისიით მოევლინეთ დედამიწას

April 26, 2023
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კარმა არის ნებისმიერი მიზანმიმართული და განზრახი ქმედება, რომელსაც გარკვეული შედეგი მოჰყვება. ქმედებად მიიჩნევა აზრიც და სიტყვაც. კარმას თავისი კანონი აქვს, კარმის კანონი მოქმედებს ისე, რომ თითოეული ჩვენი მოქმედება ანაბეჭდს მომავალში ტოვებს, ანუ წინ დაგვხვდება. თითოეული ადამიანი საკუთარი მისიით მოდის დედამიწაზე, შესაბამისად, მან თავისი გაკვეთილი კარგად უნდა გაითავისოს. ადამიანებს თავიანთი მდგომარეობის გაცნობიერებაში სწორედ კარმული ჰოროსკოპი ეხმარება.

ვერძი

დაიბადეთ ბუნების გაღვიძების პერიოდში, მოგეცათ უამრავი ენერგია და თქვენი კარმული მისიაა, სხვა ადამიანებსაც გაუნაწილოთ ის, დაეხმაროთ მათ. იყავით უფრო გახსნილები, კომუნიკაბელურნი, დაკავდით კეთილი საქმეებით და ბედი თქვენს მხარეს იქნება.

კურო

ჯანსაღი საკვები, თავისუფალი სივრცე და ლამაზი ნივთები დაგეხმარებათ ჰარმონიულად განვითარდეთ. ნუ დაივიწყებთ ახლობლებს, გახსოვდეთ, მათაც სჭირდებათ საკუთარი სივრცე განვითარებისთვის. ასეთია თქვენი კარმული მისია ბედნიერების მოსაპოვებლად.

ტყუპები

დაპირისპირებულთა ერთიანობა და ბრძოლაა თქვენი კარმული გაკვეთილი. დაპირისპირებულები ავსებენ ერთმანეთს, მაგრამ თქვენი გონება და გული სულაც არ არის ჰარმონიაში. შეეცადეთ, შემოირიგოთ თქვენში არსებული დაპირისპირებული მხარეები და მაშინ სრულ ჰარმონიაში იცხოვრებთ.

კირჩხიბი

იცხოვრეთ დღევანდელობით. თქვენ დაიბადეთ მშვიდ და ნათელ დროს. როცა დღე იმდენ ხანს გრძელდება, რომ შეგიძლიათ, ყველა ჩანაფიქრის შესრულება მოასწროთ. თუმცა, თუ დროს ფუჭად დაკარგავთ, თქვენ წარსულის სინანულში ჩაიძირებით ან მომავალზე ოცნებას მიეცემით. მაგრამ, დაიმახსოვრეთ, თქვენთვის ყველაზე საინტერესო ახლა და ამ დროს ხდება.

ლომი

დაიმახსოვრეთ, ამ სამყაროში თქვენ ბევრს ვერაფერს შეცვლით. შეეცადეთ, სამყაროსა და თქვენს გარემოცვაში ყველაფერი მიიღოთ. ისეთი, როგორიც არის. განავითარეთ მოქნილობა და სიმარდე ხალხთან ურთიერთობაში. მაშინ ცხოვრება გახდება ბევრად უბრალო, უშუალო და ხალისიანი.

ქალწული

იმ დროს გაჩნდით, როცა ნაყოფის მოგროვების დროა და რაც დაგჭირდებათ, ყველაფერი თქვენ გვერდით აღმოჩნდება. საჭირო დროს ვარსკვლავები თავად მიგიყვანენ თქვენთვის საჭირო ადგილას. ამიტომ, დაივიწყეთ მუდმივი საზრუნავი და ნუ დახარჯავთ ძალებს ტყუილუბრალოდ. დაიმახსოვრეთ, თქვენ უნდა ისწავლოთ მოთმინება და ენერგიის უფრო გონივრული გამოყენება.

სასწორი

შეხედეთ, როგორი მრავალფეროვანი შეიძლება, იყოს ცხოვრება. ზოგჯერ რეალობა უფრო საინტერესოა, ვიდრე ოცნება. თქვენი კარმული მისიაა, იყოთ უფრო რეალისტი და მეტ სიბრძნეს ეზიაროთ.

მორიელი

განავითარეთ თქვენში დაკვირვებულობა და ზომიერების გრძნობა. ზოგჯერ ძალიან ჩქარობთ, ზოგჯერ კი გულხელდაკრეფილი ზიხართ და საკუთარ თავში ხართ ჩაკეტილი, მაშინ, როცა საჭიროა მოქმედება. ისწავლეთ, თვალი მიადევნოთ და მიჰყევით რეალურ მოვლენებს. ცვლილებებზე კი ადეკვატური რეაგირება მოახდინეთ.

მშვილდოსანი

განავითარეთ ინტუიცია. შესაძლოა, რომელიმე მეგობარს სჭირდება თქვენი დახმარება. ზოგს, უკეთესია, საერთოდ თავი დაანებოთ. ყველაზე სწორ პასუხს შინაგანი ხმა გიკარნახებთ. თქვენი კარმული ამოცანაა, დროულად გაიგოთ ეს ხმა.

თხის რქა

კმაყოფილი ხართ მაშინ, როცა ცხოვრებაში ყველაფერი თავის ადგილზეა. დროდადრო შეცვალეთ ცხოვრების რიტმი, აგრეთვე, წესი, რომელსაც მიეჩვიეთ და გარშემო მყოფნი თქვენით ძალიან დაინტერესდებიან. გახსოვდეთ, ყველაფერს სჭირდება განახლება.

მერწყული

ხშირად დაფრინავთ ღრუბლებში, ამიტომ გარშემო მყოფნი ზოგჯერ სერიოზულად ვერც აღგიქვამენ, მაგრამ ნუ ჩამოყრით ყურებს, ნუ მიაგდებთ საყვარელ საქმეს. დაიმახსოვრეთ, მერწყულის ნიშნით ყველაზე გენიალური გამომგონებლები, მეცნიერები და მხატვრები იბადებიან.

თევზები

გამუდმებით ვიღაც რაღაცას გთხოვთ. ნუ ეცდებით, რომ გამოადგეთ ყველას, რადგან თქვენი კარმული გაკვეთილია, ისწავლოთ ძალისხმევის მხოლოდ ერთ საქმეზე კონცენტრირება. უნდა დაისახოთ მიზანი და არაფერი დაიშუროთ, მის მისაღწევად.
~

წყარო:თბილისელები

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სასტუმრო „აგარანის მამული“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის აღდგა
  • “სოფიო სიგუამ გააჟღერა, თითქოს იოსებ სიგუა მის ჩაცმულობას აკონტროლებდა…რაიმე სახის აკრძალვებს ამ ნაწილში ადგილი არ ჰქონდა” – რას ამბობს სიგუას ადვოკატი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge