ბორჯომში მტკვარში 65 წლის ქალი გადავარდა.
მაშველებმა მისი გადარჩენა შეძლეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
„მძიმე პაციენტია, თუმცა სტაბილური. გონებაზეა და ექიმის დავალებებს ასრულებს. სასიცოცხლო მაჩვენებლებიდან არტერიული წნევა იყო მაღალი და დაექვემდებარა მედიკამენტებს“,- ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ კლინიკის ხელმძღვანელი. დავით ბარაბაძე.
დგილობრივების თქმით, ქალი წყალში ახალი უბნის დასახლებასთან (ფაფა) ჩავარდა. მაშველებმა მისი ამოყვანა რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, სოფელ ყვიბისთან შეძლეს.
რომელი მუხლით დაიწყო გამოძიება ამ ეტაპზე უცნობა, „სამხრეთის კარიბჭე“ პასუხს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ელოდება.
წყარო: სამხრეთის კარიბჭე
