28 აპრილამდე შესაძლოა, მომატებული შფოთვა და გაღიზიანება იგრძნოთ. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მზე ასტროლოგიაში ჩვენი ნებისყოფის, ხასიათის, სიცოცხლის წყურვილისა და რეალიზაციის სურვილის სიმბოლოა. ამიტომაც, მისი გაზრდილი აქტივობა თითოეულ ადამიანზე სასიკეთოდაც აისახება.
28 აპრილამდე საკუთარი მიზნების მკაფიოდ ჩამოყალიბებასა და განხორციელების გზებზე დაფიქრებას შეძლებთ. ახლა ზუსტად მიხვდებით, რომ ცვლილებების დროა და ყველა შესაძლებლობა გაქვთ, რაღაცები უკეთესობისკენ გარდაქმნათ, დაიწყოთ ის საქმე, რომელიც სულ გინდოდათ და ვერ ბედავდით, შეიცვალოთ პოზიცია, მიიღოთ თამამი და გაბედული გადაწყვეტილებები, იყოთ უფრო თავდაჯერებული და საკუთარი შესაძლებლობები ბევრად უკეთ წარმოაჩინოთ. შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ.
როგორც აღვნიშნეთ, მაგნიტური ქარიშხალი ადამიანების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც დიდ გავლენას ახდენს. ამიტომაც, თუ ახლა თავს ცუდად გრძნობთ, დეპრესიამ შემოგიტიათ, უიმედოდ ხართ და ბედნიერების შეგრძნება დაკარგეთ, იცოდეთ, რომ ეს პერიოდი მალე გაივლის. სამაგიეროდ, საკუთარ თავთან უკეთ ჩაღრმავების შესაძლებლობა გექნებათ და მიხვდებით, რა გიშლით ხელს წარმატებასა და ბედნიერებაში.
რა უნდა გააკეთოთ 28 აპრილამდე?
დაკავდით ფიზიკური აქტივობით, გაისეირნეთ, დააკვირდით იდეებს, რომლებიც ახლა მოგივათ. ისინი შესაძლოა, სამომავლოდ საინტერესო პროექტებად გარდაიქმნენ.
შეეცადეთ, დამშვიდდეთ. მოუსმინეთ მუსიკას. გაზრდილი ემოციურობის გამო კონფლიქტის რისკი დიდია, ამიტომ კამათში არავის აჰყვეთ.
დრო შემოქმედებით საქმიანობას დაუთმეთ. გაიხსენეთ საყვარელი ჰობი, ეს ძალიან დიდ მოტივაციასა და ამავდროულად, ინსპირაციას მოგცემთ.
გახსოვდეთ, რომ ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც ახლა სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით მიიღებთ, შესაძლოა, მხოლოდ ემოციებით იყოს ნაკარნახევი და შესაძლოა, ლოგიკას მოკლებული იყოს. ამიტომ, ამ მიმართულებითაც კარგად დაფიქრდით, ვიდრე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებთ.
წყარო – “ბომოდნი”