Tuesday, July 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რას წერს ექიმი არჩილ მარშანია პრეპარატზე, რომლის შემოტანასაც აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების დედები ითხოვენ?

April 25, 2023
რას წერს ექიმი არჩილ მარშანია პრეპარატზე, რომლის შემოტანასაც აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების დედები ითხოვენ?

ექი­მი, ანეს­თე­ზი­ო­ლოგ-რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი და პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის ინ­სტრუქ­ტო­რი არ­ჩილ მარ­შა­ნია ვრცელ პოსტს ავ­რცე­ლებს აქონ­დროპ­ლა­ზი­ის სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რატ ვო­სო­რი­ტიდ­ზე, რომ­ლის და­ფი­ნან­სე­ბა­საც უკვე რამ­დე­ნი­მე კვი­რაა და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბის მშობ­ლე­ბი მთავ­რო­ბას სთხო­ვენ.

მარშანიას პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“ეფექ­ტუ­რია თუ არა წა­მა­ლი?

დიახ, წა­მა­ლი უსაფრ­თხო და ეფექ­ტუ­რია. ამ მე­დი­კა­მენ­ტმა ჩა­ტა­რე­ბულ კვლე­ვა­ში აჩ­ვე­ნა, რომ ბავ­შვე­ბის ზრდის ხელ­შე­წყო­ბა პლა­ცე­ბოს ჯგუფ­თან შე­და­რე­ბით 1,57სმ-ა წე­ლი­წად­ში. კვლე­ვე­ბის შეს­წავ­ლის შემ­დეგ, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ავ­ტო­რი­ტე­ტულ­მა ორმა სა­ა­გენ­ტომ, ამე­რი­კის კვე­ბი­სა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბი­სა დმი­ნის­ტრა­ცი­ამ (FDA) და ევ­რო­პის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის სა­ა­გენ­ტომ (EMA) ვო­სო­რი­ტიდს მი­ა­ნი­ჭა ავ­ტო­რი­ზა­ცია, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ ის არის უსაფრ­თხო და ეფექ­ტუ­რი სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტი, მისი სარ­გე­ბე­ლი გა­ცი­ლე­ბით აღე­მა­ტე­ბა პო­ტენ­ცი­ურ გვერ­დით მოვ­ლე­ნებს.

აქვს თუ არა მე­დი­კა­მენტს გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი?

20:51 / 21-04-2023

“არ არის ცნობილი მისი ზეგავლენა თირკმელზე, ღვიძლზე და სხვა ორგანოებზე…” – რას აცხადებს თამარ გაბუნია პრეპარატზე, რომლის შემოტანასაც აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების დედები ითხოვენ?

აქვს, ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა სხვა ნე­ბის­მი­ერ მე­დი­კა­მენტს. თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი დაკ­ვირ­ვე­ბის შემ­დეგ ვი­ცით, რომ გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა იყო მსუ­ბუ­ქი და არც ერთი მწვა­ვე ალერ­გი­უ­ლი ან სე­რი­ო­ზუ­ლი გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნა არ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლა.

რა კი­თხვის ნიშ­ნე­ბი არ­სე­ბობს მე­დი­კა­მენ­ტის გარ­შე­მო?

კი­თხვის ნიშ­ნე­ბი რჩე­ბა ის, რომ ასე­თი და­დე­ბი­თი შე­დე­გის ჩვე­ნე­ბის შემ­დეგ, პოსტმარ­კე­ტინ­გუ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბი­სას გაგ­რძელ­დე­ბა თუ არა ეს და­დე­ბი­თი ეფექ­ტი პუ­ბერ­ტულ ზრდა­ში, აქონ­დროპ­ლა­ზი­ის გარ­თუ­ლე­ბე­ბის პრე­ვენ­ცი­ა­ში, სხე­უ­ლის სეგ­მენ­ტურ პრო­პორ­ცი­უ­ლო­ბა­ზე, ზრდის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სა­ბო­ლოო სი­მაღ­ლე­ზე და ა.შ. რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნე­გა­ტი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის მო­ლო­დი­ნი ამ ეტაპ­ზე არც თე­ო­რი­უ­ლად და არც პრაქ­ტი­კუ­ლად არ არის.

რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა თუ აფი­ნან­სებს ამ წა­მალს?

დიახ აფი­ნან­სებს. ზო­გა­დად რთუ­ლად წარ­მო­სად­გე­ნია რომ რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა­ში მა­სი­უ­რად მო­ი­ძებ­ნე­ბო­დეს ადა­მი­ა­ნე­ბი რომ­ლე­ბიც ასეთ ძვი­რა­დღი­რე­ბულ მე­დი­კა­მენტს სა­კუ­თა­რი ჯი­ბით და­ა­ფი­ნან­სებს.შე­სა­ბა­მი­სად და­ფი­ნან­სე­ბა ხდე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს მიერ ან სა­ხელ­მწი­ფო და­ზღვე­ვის მიერ ან კერ­ძო და­ზღვე­ვის მიერ ან კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლად.მა­გა­ლი­თად საფ­რან­გეთ­ში ის ხელ­მი­საწ­ვდო­მია და მთელ ხარ­ჯებს იღებს სა­ხელ­მწი­ფო + ნა­წილს კერ­ძო და­ზღვე­ვა ან სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ხელ­მწი­ფო ფონ­დი.მე­ტიც, საფ­რან­გეთ­მა თა­ვად მი­ა­ნი­ჭა გა­და­უ­დე­ბე­ლი ავ­ტო­რი­ზა­ცია FDA და EMA-ს დას­კვნა­მე­დე რომ აქონ­დროპ­ლა­ზი­ით და­ა­ვა­დე­ბულ ბავ­შვებს მალე ქო­ნო­დათ ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა ამ მე­დი­კა­მენტზე.

ვინ არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი მე­დი­კა­მენ­ტის გვერ­დით მოვ­ლე­ნებ­ზე?

ეს შე­კი­თხვა ზო­გა­დად უში­ნა­არ­სოა და ემ­სა­ხუ­რე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას, იმ­დე­ნად რამ­დე­ნა­დაც თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნას არ ახ­სოვს ვინ­მე იყოს პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი გვერ­დით მოვ­ლე­ნებ­ზე ან მკურ­ნა­ლო­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ზე თუ ეს ყვე­ლა­ფე­რი არ­სე­ბუ­ლი გა­იდ­ლა­ი­ნე­ბის და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით ხდე­ბა. ნე­ბის­მი­ერ მე­დი­კა­მენტზე თუ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ა­ზე, ექი­მის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა აუხ­სნას პა­ცი­ენტს რა ინ­ფორ­მა­ცია არ­სე­ბობს ამ მე­დი­კა­მენ­ტსა თუ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ა­ზე, რა სა­ვა­რა­უ­დო სარ­გე­ბე­ლი და გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნა არის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, შემ­დეგ კი პა­ცი­ენ­ტი იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს თუ არა ეს ყვე­ლა­ფე­რი.ეს პრო­ცე­აი ერთი და იგი­ვეა ანალ­გინ­ზეც, ვო­სო­რი­ტიდ­ზეც, კბი­ლის ამო­ღე­ბა­ზეც და ში­ლა­ქის გა­კე­თე­ბა­ზეც.არ­სად გა­რან­ტია არა­ფერ­ში არ არ­სე­ბობს და თუ ვინ­მე რა­ი­მე სა­ხის გა­რან­ტი­ას გას­ცემს ან იღებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ე.ი ის ვი­ღაც შარ­ლა­ტა­ნია ან არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი და/ან აქვს ფი­ნან­სუ­რი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის ინ­ტე­რე­სი. დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით არ არ­სე­ბობს არც ერთი მი­ზე­ზი იმის­თვის რომ ჩავ­თვა­ლოთ თით­ქოს რის­კი მეტი აქვს ამ მე­დი­კა­მენტს ვიდ­რე სარ­გე­ბე­ლი. ჯან­მრთე­ლო­ბას გი­სურ­ვებთ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • Tik-Tok გამოწვევას კიდევ ერთი სავარაუდო მსხვერპლი ჰყავს – გარდაცვლილია 12 წლის ბიჭი
  • “27 წლის მანძილზე, პირველად, დავითხოვეთ თანამშრომელთა დიდი ნაწილი”- რამაზ სამხარაძე
  • დასახელდა ზოდიაქოს 3 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge