ტყუპი
ტყუპისთვის მაისის თვე შესაძლოა, ფინანსურ სირთულეებთან ასოცირდებოდეს და გარკვეული არამიზნობრივი და დაუგეგმავი ხარჯები შეგხვდეთ. არ არის გამორიცხული, რომ გაზაფხულის დასაწყისში თქვენი ფინანსები უფრო ხელგაშლილად გამოიყენეთ და ახლა გარკვეულ სირთულეს წააწყდეთ. თუმცა, ნუ ინერვიულებთ, თუ საკუთარ ფინანსებს კიდევ ერთხელ გადახედავთ, გონივრულად გადაანაწილებთ ხარჯებს, უარს იტყვით არასაჭირო ნივთების შეძენასა და რესურსის ფუჭად გაფლანგვაზე, შეძლებთ, სტაბილური ფინანსური გარემო შეინარჩუნოთ.
ვერძი
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს შესაძლოა, მაისის თვეში თვითშეფასებასთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნათ. კერძოდ, ადამიანების არაეთიკურმა, ხისტმა გამონათქვამებმა შეიძლება, სტრესის წინაშე დაგაყენოთ და საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი შეგატანინოთ. არსებობს თანამშრომლებთან, გარშემომყოფებთან მცირე კონფლიქტის, აზრთასხვადასხვაობის რისკი, რამაც შესაძლოა, ძალიან დაგთრგუნოთ და გეგმები შეგაცვლევინოთ. გახსოვდეთ, არასოდეს თქვათ უარი საკუთარ ოცნებასა და მიზნებზე სხვა ადამიანების აზრის გამო. შეეცადეთ, მოუსმინოთ მათ, მაგრამ ის გადაწყვეტილება მიიღოთ, რაც თავად გგონიათ სწორი. ძლიერი ადამიანები ხართ და ნუ მისცემთ სხვებს უფლებას, რომ მანიპულაციისთვის გამოგიყენონ.
თევზები
ვერძების მსგავსად, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს შესაძლოა, მაისის თვეში სტრესი და დაძაბულობა შეხვდეთ. არის რისკი, რომ მომატებული შფოთვა იგრძნოთ და იფიქროთ, რომ ყველაფერი ცუდადაა, უიმედობამ შეგიპყროთ და ბედნიერი მომენტებით ტკბობა ვეღარ მოახერხოთ. გახსოვდეთ, რომ რთული დღეები ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მალე მას ბევრად უფრო ფერადი პერიოდი შეცვლის. ნუ მიეცემით თვითგვემას, ნუ ჩაიქნევთ ხელს საკუთარ მიზნებსა და ოცნებებზე. კვლავ იგრძნობთ მოტივაციასა და ენერგიას და შეძლებთ, თქვენი ცხოვრების ახალი, ბევრად უფრო საინტერესო ფურცელი დაიწყოთ.
წყარო – “ბომონდი”
