აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები რამდენიმე დღეა აქციას მართავენ – მათი მთავარი მოთხოვნა მედიკამენტების მიღებაა.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ემოციური ვიდეო, სადაც 11 წლის ბავშვი თავის დაბადებისდღეზე სახელმწიფოს ეხვეწება წამლის დაფინანსებას – ემოციური კადრები სამინისტროდან.
“ეს ნინია 💗
ნინი დღეს 11 წლის გახდა, იმის ნაცვლად რო სახლში თბილად მეგობრებთან ერთად ტორტზე დანთებული სანთლები ჩაექრო გურიიდან თბილისში ჩამოვიდა.
ჯანდაცვის სამინისტროსთან დილიდან იდგა თავის დედიკოსთან ერთად და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წამალს ითხოვდა!
ხვდებით რაზე ვსაუბრობ?
11 წლის ბავშვი თავის დაბადებისდღეზე სახელმწიფოს ეხვეწება რო წამალი დაუფინანსოს, გაუსაძლისმა ტკივილებმა რომ არ დატანჯოს ბავშვები და უხსნიან რომ ისინიც იმსახურებენ სრულფასოვან ცხოვრებას!
კაპიკია ყველაფრის ფასი თუ ბავშვებს ესე მოექცევით !”, – წერს სოც ქსელის მომხმარებელი.
