ექიმი და კლინიკა “პირველის” დირექტორი,სოფო ჯაფარიძე, სოციალურ ქსელში აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვის ფოტოს აქვეყნებს და წერს:
“ეს გიორგია. ერთი-ერთი ის პატარა, რომელსაც აქვს აქონდროპლაზია და სასიცოცხლოდ ესაჭიროება მედიკამენტი ვოზორიტიდი!
ვიბრძოლებთ იქამდე, სანამ ხელისუფლება მას სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლებას არ მისცემს!“ – წერს ჯაფარიძე.
ცნობისთვის, აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციას მართავენ.