Friday, December 19, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა თვისებები გააჩნია ლიმონს და როგორ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე

April 21, 2023
რა თვისებები გააჩნია ლიმონს და როგორ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე

ლიმონი შეიცავს საკვებ ნივთიერებებს, რომელთაც დადებითი გავლენა აქვთ ჯანმრთელობაზე.
ლიმნის სასარგებლო თვისებებს შორისაა: გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნება, თირკმელებში კენჭების გაჩენისა და ანემიის პრევენცია.

ლიმონი მდიდარია C ვიტამინით, ბოჭკოებით და სხვადასხვა სასარგებლო მცენარეული ნაერთებით. ეს ნუტრიენტები პასუხისმგებელნი არიან ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე.

სასარგებლო თვისებები:

ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას – ლიმონი C ვიტამინის კარგი წყაროა. ერთი ლიმონი უზრუნველყოფს დაახლოებით 31 მგ C ვიტამინის მიღებას, რაც არის ყოველდღიური მოხმარების 51%. კვლევებმა აჩვენა, რომ C ვიტამინით მდიდარი ხილისა და ბოსტნეულის ჭამა ამცირებს გულის დაავადებების და ინსულტის რისკს. თუმცა, მხოლოდ ვიტამინი C არ არის ნივთიერება, რომელიც კარგია თქვენი გულისთვის. ლიმონში შემავალმა ბოჭკოვანმა და მცენარეულმა ნაერთებმა შეიძლება მნიშვნელოვნად შეამცირონ გულის დაავადების ზოგიერთი რისკ-ფაქტორი. მაგალითად, ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ 24 გრამი ციტრუსის ბოჭკოს ექსტრაქტის ყოველდღიურად მიღება, ერთი თვის განმავლობაში, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. ლიმონში აღმოჩენილი მცენარეული ნაერთები, კერძოდ, ჰესპერიდინი და დიოსმინი ასევე ამცირებენ ქოლესტერინს.

ხელს უწყობს თირკმელებში კენჭების გაჩენის პრევენციას
თირკმლის ქვები არის პატარა წარმონაქმნები, რომლებიც ჩნდება მაშინ, როდესაც ნარჩენები კრისტალიზდება და გროვდება თირკმელებში.

ლიმნის მჟავამ შეიძლება ხელი შეუწყოს თირკმელებში კენჭების წარმოქმნის პრევენციას შარდის მოცულობისა და შარდის pH-ის გაზრდით, რაც ქმნის ნაკლებად ხელსაყრელ გარემოს თირკმლის ქვების წარმოქმნისთვის. დღეში 1/2 ჭიქა (125 მლ) ლიმნის წვენმა შეიძლება უზრუნველყოს საკმარისი ლიმონმჟავა, რათა თავიდან აიცილოთ ქვების წარმოქმნა.

ხელს უწყობს წონის კონტროლს

ერთ-ერთი გავრცელებული თეორიის მიხედვით, ლიმონში არსებული ხსნადი პექტინის ბოჭკოები ფართოვდება კუჭში, რაც გეხმარებათ ნაყროვანების განცდის დიდხანს შენარჩუნებაში და, შესაბამისად, დღის განმავლობაში ნაკლებ კალორიას იღებთ. იგივე შედეგი არ აქვს ლიმნის წვენს, ვინაიდან წვენი არ შეიცავს პექტინს.

ხელს უწყობს ანემიის პრევენციას

რკინადეფიციტური ანემია საკმაოდ ხშირია. ანემიის ერთ-ერთი მიზეზი საკვებიდან არასაკმარისი რკინის მიღებაა. ნაწლავი ადვილად შეიწოვს რკინას ხორციდან, ქათმიდან და თევზიდან, ხოლო მცენარეული წყაროებიდან რკინა (არაჰემური რკინა) არც ისე მარტივად შეიწოვება. თუმცა, აბსორბცია შეიძლება გაუმჯობესდეს C ვიტამინისა და ლიმონმჟავას მიღებით.გამომდინარე იქიდან, რომ ლიმონი შეიცავს როგორც C ვიტამინს, ასევე ლიმონმჟავას, შეუძლია ხელი შეუწყოს ანემიის პრევენციას.

აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას

ლიმონი შედგება დაახლოებით 10% ნახშირწყლებისგან, ძირითადად ხსნადი ბოჭკოსა და მარტივი შაქრის სახით. ლიმნის ძირითადი ბოჭკო არის პექტინი, ხსნადი ბოჭკოს ფორმა, რომელიც დაკავშირებულია ჯანმრთელობის მრავალ სარგებელთან. ხსნად ბოჭკოებს შეუძლიათ გააუმჯობესონ ნაწლავების ჯანმრთელობა და შეანელონ შაქრისა და სახამებლის მონელება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის შემცირება. თუმცა, ლიმნისგან ამ ტიპის სარგებელი რომ მიიღოთ, რბილობი უნდა მიირთვათ. ადამიანები, რომლებიც სვამენ ლიმონის წვენს, რბილობში არსებული ბოჭკოების გარეშე, ვერ მიიღებენ ბოჭკოს სასარგებლო ეფექტებს.

შესაძლოა ამცირებდეს სიმსივნის რისკს

ლიმნის კიდევ ერთი პოტენციური სარგებელი სიმსივნური უჯრედების წინააღმდეგ ბრძოლაა. ზოგიერთმა დაკვირვებამ დაადგინა, რომ ადამიანებს, რომლებიც ყველაზე მეტ ციტრუსს მიირთმევენ, აქვთ სიმსივნის განვითარების დაბალი რისკი.

სინჯარაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ლიმნის ნაერთმა მოკლა სიმსივნური უჯრედები. თუმცა, მათ შეიძლება არ ჰქონდეთ იგივე გავლენა ადამიანზე, ამიტომ დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო.

ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ ლიმონში აღმოჩენილ მცენარეულ ნაერთებს, როგორებიცაა ლიმონენი და ნარინგენინი, შეიძლება ჰქონდეთ სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტი, მაგრამ ეს ჰიპოთეზა საჭიროებს დამატებით გამოკვლევას.

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ D-ლიმონენს (ლიმნის ზეთში არსებული ნაერთი), აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებები, სხვა კვლევამ კი გამოიყენა მანდარინის რბილობი, რომელიც შეიცავდა მცენარეულ ნაერთებს ბეტა-კრიპტოქსანტინს და ჰესპერიდინს(რომლებიც ასევე გვხვდება ლიმონში). კვლევამ დაადგინა, რომ ეს ნაერთები ხელს უშლიდნენ ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარებას მღრღნელების ფილტვებში და მსხვილ ნაწლავში.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მკვლევარმა ჯგუფმა გამოიყენა ქიმიური ნაერთების ძალიან მაღალი დოზა – ბევრად მეტი, ვიდრე მიიღებდით ლიმნის ან ფორთოხლის ჭამის შედეგ

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვოლოდიმერ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს
  • პლატფორმა Models. com-მა მატილდა გვარლიანი “Street Style” კატეგორიაში მკითხველთა რჩეულად დაასახელა
  • “ბიჭიკო პაიკიძე 9 დეკემბერს ესპანეთში ბარსელონაში დააკავეს ახლა მის მიმართ საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს ჩემი ინფორმაციით სახელი და გვარი შეცვლილი არ ჰქონია” – პროკურორი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge