Tuesday, July 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ხათუნა წურწუმია: ,,ლექსების უმეტესობა ჩემს ქმარს ეძღვნება, ის ერთი იყო და მე შემხვდა” – რა სასწაულები მოხდა ლელა წურწუმიას დის ცხოვრებაში

April 21, 2023
ხათუნა წურწუმია: ,,ლექსების უმეტესობა ჩემს ქმარს ეძღვნება, ის ერთი იყო და მე შემხვდა” – რა სასწაულები მოხდა ლელა წურწუმიას დის ცხოვრებაში

გასულ წელს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში ხათუნა წურწუმიას ლექსების პირველი კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. ახალბედა პოეტმა სტუმრებს მამის, ლუდოვიკო წურწუმიას, ნახატები წარუდგინა. პრეზენტაცია ხათუნას 55 წლის იუბილეს დაემთხვა.

,,სარკის” მკითხველისთვის ალბათ საინტერესოა, რომ ხათუნა მომღერალ ლელა წურწუმიას უფროსი და გახლავთ. პროფესიით იმუნოლოგმა ლექსის წერა ცოტა ხნის წინ დაიწყო. უკრაინაში განვითარებული მოვლენები, კერძოდ, ბუჩის ტრაგედია, გახდა ბიძგის მიმცემი მისი პოეტური მუზისთვის.

მანქანას მართავდა, რადიოში ამ საშინელი ამბების ქრონიკას გადმოსცემდნენ, ყელში სიმწრით ბურთგაჩრილმა მანქანა გადააყენა, უნებლიეთ აიღო კალამი და პირველ სტრიქონები დაწერა: ,,ბუჩა… ბუჩა… ბუჩა… ცრემლით დანამული ქუჩა, არსად განმკითხავი არ ჩანს, შავი გადაუკრავს სუფრა…” დაწერა და ვეღარ გაჩერდა, თითქოს წლების განმავლობაში მის სულსა და გონებაში დაგროვილმა სათქმელმა კალაპოტი იპოვა.

ჯერ თავისთვის წერდა, არავის აკითხებდა. თანდათან მეგობრებს გაუზიარა, მეუღლეს, ოჯახის წევრებს. მოუწონეს, გაამხნევეს, ურჩიეს, წიგნად აეკინძა და უფრო ბევრი ადამიანისთვის გაეზიარებინა.

ემოციებზე, ცხოვრების მიერ შეთავაზებულ სიურპრიზებზე, განცდილ ტკივილსა და სიხარულზე ხათუნა წურწუმია ჟურნალ “სარკეს” უამბობს.

– ხათუნა, გოგონები ხშირად წერენ ლექსებს და ეს ძირითადად ბავშვობაში ხდება. თქვენ აქამდე არასდროს დაგიწერიათ და, როგორც აღნიშნეთ, უკრაინის ომი გახდა ბიძგი. გვიამბეთ, როგორ მოხდა ეს.

– ნამდვილად არასდროს დამიწერია ერთი სტროფიც კი. უკრაინის ამბები რაც დაიწყო, სულ აფორიაქებული ვიყავი. ყველას ახსოვს ალბათ ის კადრი, პატარა ბიჭუნა ატირებული რომ მიდის საზღვრისკენ. მანქანით მივდიოდი, თან ტელეფონით ინფორმაციას ვუსმენდი. იმდენად შემძრა პატარას სულშიჩამწვდომმა ტკივილმა, უმწეობამ, შიშმა, გადავაყენე მანქანა და თავისით მოსწყდა ჩემს ბაგეებს პირველი სტრიქონი: “ნუ ტირიხარ, დე…”. ამას შემდეგ 4-5 ლექსი მოჰყვა.

ეტყობა, დაგროვილი იყო ჩემში პროტესტი, ტკივილი, უსამართლობის განცდა, რომ ომი უბედურებაა, რომ ომს მიაქვს ადამიანების სიცოცხლე, აობლებს პატარებს. სულ მცირე ნაპერწკალი მჭირდებოდა, რომ აალებულიყო და ასეც მოხდა.

 

განაგრძეთ კითხვა

წყარო: sarkenews.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • Tik-Tok გამოწვევას კიდევ ერთი სავარაუდო მსხვერპლი ჰყავს – გარდაცვლილია 12 წლის ბიჭი
  • “27 წლის მანძილზე, პირველად, დავითხოვეთ თანამშრომელთა დიდი ნაწილი”- რამაზ სამხარაძე
  • დასახელდა ზოდიაქოს 3 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge