ზოგადად მიღებულია, რომ ცხიმოვანი საკვები არაჯანსაღია.
მიუხედავად იმისა, რომ ცხიმოვანი საკვების გადაჭარბებული მოხმარება მართლაც მრავალი პრობლემის მომტანია, დიეტოლოგები ამბობენ, რომ დაბალანსებული დიეტა უნდა შეიცავდეს საკმარის ჯანსაღ ცხიმებს.
კარგი და ცუდი ცხიმები
ყველა საკვები ცხიმი შეიძლება დაიყოს ნაჯერ და უჯერ ცხიმებად. ნაჯერი ცხიმები ძირითადად გვხვდება ცხოველურ პროდუქტებში (წითელი ხორცი, კარაქი, ყველი, პალმის ზეთი და ა.შ.) და ხშირად მიიჩნევა „ცუდად“, რადგან ზრდის „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს.
ბევრი ექსპერტი, მათ შორის ამერიკის გულის ასოციაცია, გვირჩევენ შევზღუდოთ ნაჯერი ცხიმების მიღება მთლიანი კალორიების არაუმეტეს 5-10%-მდე.
უჯერი ცხიმები მონოუჯერი და პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების სახით უფრო ხშირად გვხვდება მცენარეულ საკვებსა და ზღვის პროდუქტებში.
მონოუჯერიცხიმოვანი მჟავები ხელს უწყობს „ცუდი“ ქოლესტერინის დონის შემცირებას, ხოლო ნორმალური „კარგი“ ქოლესტერინის დონის შენარჩუნებას.
პოლიუჯერიცხიმები ძირითადად გვხვდება საკვებში ომეგა-3, ომეგა-6 და ომეგა-9 ცხიმოვანი მჟავების სახით. ყველა მათგანი მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის – განსაკუთრებით კი გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემებისთვის.
წყარო: გემრიელია