ქართველი სამბისტი გიორგი ქავთარაძე ევროპის ჩემპიონია – ინფორმაციას სამბოს ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, 58 კგ წონით კატეგორიაში ვახტანგ ჩიდრაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო 71 კგ წონით კატეგორიაში მინდია ლილუაშვილი ბრინჯაოს მედალოსანი გახდა.