Wednesday, May 14, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ეს მოწრმუნეებმა უნდა იცოდეთ – როგორ გავატაროთ ბრწყინვალე შვიდეულის დღეები?

April 20, 2023
რა უნდა ვიცოდეთ ბრწყინვალე შვიდეულის შესახებ და როგორ ვილოცოთ აღდგომიდან ამაღლებამდე

აღდგომა საეკლესიო დღესასწაულებს შორის ყველაზე უპირატესია, რადგან ის არა მხოლოდ უფლის, არამედ მთელი კაცობრიობის აღდგომაა.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ერთ კვირას გრძელდება და მას ბრწყინვალე შვიდეული ეწოდება.

ბრწყინვალე შვიდეულის დღეები განსაკუთრებული მადლითაა სავსე. ამ დღეებში ყველა საეკლესიო წესს განსაკუთრებული ელფერი აქვს, წირვა-ლოცვაც მხოლოდ ამ კვირისთვის დამახასიათებელი წესით სრულდება. ცვლილებებია ყოველდღიურ ლოცვებშიც: არ იკითხება ფსალმუნები, პარაკლისები, დაუჯდომელი ლოცვები, ხოლო დილა-საღამოს ლოცვების ნაცვლად სამგზის იკითხება: „ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი“.

ბრწყინვალე შვიდეულის დღეებში მზგეფსია და ხორცის მიღება თვით ზიარების წინა დღესაც კი დაშვებულია. ამ დღეების განმავლობაში ეკლესიებში კანკელის წინ დგას პატარა მაგიდა, რომელზეც საგანგებოდ გამომცხვარი პური – არტოსი დევს. ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში არტოსი განსაკუთრებულ მადლს იღებს და უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენს. აღდგომის სწორზე, კვირაცხოვლობას არტოსს მცირე ნაწილებად ჭრიან და მორწმუნეებს ურიგებენ. ის შეიძლება მთელი წლის განმავლობაში შევინახოთ და ავადმყოფობისას ან სხვა რაიმე განსაცდელის ჟამს სულიერ წამლად მივიღოთ.

ბრწყინვალე შვიდეული გვირგვინდება კვირიაკეთი, რომელსაც კვირაცხოვლობა ანუ „ახალი კვირა“ – აღდგომის „განახლება“ ეწოდება.

კვირაცხოვლობას „თომას კვირასაც“ უწოდებენ.

სახარებაში შემდეგი ამბავია აღწერილია: როდესაც აღდგომა დღეს, საღამო ხანს მაცხოვარი თავის მოწაფეებს გამოეცხადა და ჭრილობები უჩვენა, თომა, იესოს ერთ-ერთი მოწაფე, ამ შეხვედრას არ ესწრებოდა. მან არ დაიჯერა იესოს მკვდრეთით აღდგომა და თქვა: სანამ ჩემი თვალით არ ვიხილავ იესოს, მის აღდგომას არ დავიჯერებო. აღდგომიდან მერვე დღეს, ისევ კვირა საღამოს, მაცხოვარი კვლავ გამოეცხადა თავის მოწაფეებს, ამჯერად თომასაც. ისევ უჩვენა ჭრილობები, თომა კი ახლოს მიიხმო, რათა ხელით შეხებოდა მის ნაიარევებს. თომა მუხლებზე დაეცა, თაყვანი სცა მაცხოვარს და შეჰღაღადა: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!“
ამრიგად, თომა პირველი იყო უფლის მოწაფეთა შორის, რომელმაც იესოს ღვთაებრივი ბუნება აღიარა. მაცხოვარმა თომას ასე მიუგო: „შენ იხილე და ირწმუნე, თომა, ნეტარ იქნებიან ისინი, ვისაც არ უხილავს და იწამებს“. უფლის ეს სიტყვები მთელ საქრისტიანოს ეხება. ამ სადღესასწაულო დღეებში მორწმუნე ქრისტიანს მიცვალებულის დატირება და გლოვა ცოდვად ეთვლება. მიცვალებულთა მოხსენიება აღდგომიდან მეცხრე დღეს – სამშაბათს ხდება.

მორწმუნენი ამბობენ, რომ ვინც აღდგომას ან ბრწყინვალე შვიდეულში გარდაიცვლება, პირდაპირ სასუფეველში ხვდება. აღდგომისას დახშულია ჯოჯოხეთის კარი, სამაგიეროდ, ყველასთვის გახსნილია კარი სამოთხისა. თუ უფალი ამ დღეებში ვინმეს გარდაცვალებას ინებებს, გიხაროდეთ, რადგან მათია სასუფეველი ცათა.

აღდგომასა და ბრწყინვალე შვიდეულში ეკლესიებში აღსავლის კარი არ იკეტება, რათა ყველამ იცოდეს, რომ სასუფეველი არასოდეს ისე ახლოს არ არის ჩვენთან, როგორც ამ დღეებში.

ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი უნდა ეცადოს, რომ ბრწყინვალე შვიდეულის სადღესასწაულო დღეები ღირსეულად გაატაროს: ადიდოს უფალი და კეთილი საქმეები აღასრულოს.

ავტორი – თამთა გურულმა
წყარო – nostal.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როდემდე გაგრძელდება უამინდობა – განახლებული პროგნოზი
  • ძლიერი მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი?
  • „7 თვის ბავშვს წამლის სასიკვდილო დოზა მისცა…“ – ძიძას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge