რუსული TACC-ის ინფორმაციით, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში სოფელ ლიხნში 150-წლოვან ცაცხვს ჩინეთიდან ჩამოტანილი პრეპარატით კურნავენ
მისი თქმით, გარემოსდამცველები თვლიან, რომ ხე გამოჯანმრთელდება და გამოცოცხლების ნიშნები მალე გამოჩნდება.
გამოცემის ცნობით, ТАСС-ს დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკოლოგიის სახელმწიფო კომიტეტის ე.წ. თავმჯდომარემ საველი ჭითანავამ უთხრა, რომ ე.წ. რესპუბლიკაში მომუშავე ადგილობრივმა ეკოლოგებმა და ჩინელებმა კავკასიურ ცაცხვის ხეზე 30 წვეთოვანი ჩამოკიდეს.
„პეკინიდან მოსკოვში სპეციალური წამალი ჩაიტანეს ოთხშაბათს, იქიდან აფხაზეთში, კავკასიური ცაცხვის აღდგენისთვის. დღეს ჩვენ, აფხაზმა გარემოსდამცველებმა, აფხაზეთში მომუშავე ჩინელებთან ერთად, რომლებმაც დახმარება შესთავაზეს, დავკიდეთ ამ წამლის პირველი 30 საწვეთური. ერთი კვირის შემდეგ კიდევ 30-ს დავამაგრებთ და გამოჯანმრთელების კურსს დავასრულებთ“, – თქვა ჭითანავამ.
გამოცემის ცნობით, 5 აპრილს სოფელ ლიხნში 150-წლოვან ცაცხვის ხე ხერხით დააზიანეს. ხის გარშემო ნაჭდევის სიღრმე 20 სანტიმეტრია. “ხეების და ბუჩქების უკანონო ჭრის ბრალდებით ე.წ. რესპუბლიკაში ორი მოქალაქე დააკავეს. მათ ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
დაკავებულები ძმები არიან. გუდაუთის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, ერთს, ირაკლი ბაღათელიას პატიმრობა შეუფარდა, ხოლო მეორე- დაურ ბაღათელია კი ე.წ. რესპუბლიკიდან გაუსვლელობის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.
ფოტო: რადიო თავისუფლება