Tuesday, June 17, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ნამდვილი გრძნობის, უბრალოების ამბავს მისდევს და თუ რამეს წაიფორხილებს, ზედმეტი პატიოსნების, სიწრფელის და უკიდურესი მონდომების ბრალია – მორჩილაძე კვარაცხელიაზე

April 20, 2023
ნამდვილი გრძნობის, უბრალოების ამბავს მისდევს და თუ რამეს წაიფორხილებს, ზედმეტი პატიოსნების, სიწრფელის და უკიდურესი მონდომების ბრალია – მორჩილაძე კვარაცხელიაზე

როგორც ვიცით, პარლამენტის ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, გიორგი კეკელიძე საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წიგნს წერს.
კეკელიძემ Facebook-პოსტით გვაცნობა, რომ წგნი მაისის ბოლოსთვის გამოიცემა, მისი წინასიტყვაობის ავტორი კი ცნობილი მწერალი და ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი, აკა მორჩილაძეა.

გთავაზობთ წინასიტყვაობის ნაწილს, რომელიც კეკელიძემ სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.

„კი არ ვიცნობ, მარა ცხადია, ხვიჩა ღრმად განმცდელი კაცია, მისთვის ყველა თამაში ბოლო თამაშია და არც ფეხბურთელური ეშმაკობობებით იოლას გასვლაა მისი საქმე. არ იზამს ამას, არ არის მაგის კაცი: თორემ მოედანზე არტისტობას რა უნდა. არ იზამს, იმიტომ რომ ნამდვილი თამაშის, ნამდვილი გრძნობის, ნამდვილი უბრალოების ამბავს მისდევს და თუ რამეს წაიფორხილებს, ზედმეტი პატიოსნების, სიწრფელის და უკიდურესი მონდომების ბრალია. პატიოსნებს ხვდებათ, მაგრამ პატიოსნები პატიოსნები არიან და დარტყმის მიღებას ადრიდანვე სწავლობენ.
ეს წიგნი, პირველი წიგნია ხვიჩა კვარცხელიას, მისი ოჯახის, მისი თამაშის შესახებ.
ასეა, რომ ფეხბურთის მოყვარულებს თავთავიანთი ფეხბურთი აქვთ. ყველას თავისი და განუმეორებელი. ის განთქმული, თუ გაცვეთილი სიტყვები რომ მოვიშველიოთ, ჩვენ, ჩვენ ბავშვობიდან მოვდვართ და ყველას ჩვენი წილი ბავშვობის ფეხბურთი გვაქვს. გიორგი კეკელიძესაც აქვს თავისი ფეხბურთი: საინტერესოდ დასანახი და მერე დახლართული საფეხბურთო გზებით გარდამავალი ამ დღევანდელ, ორიოდ წლის წინათ სრულად მოულოდნელ ამბავში: დღიდან დღემდე ნაპოლის თამაშების მოლოდინში.
თუმცა, ეს ცალკე ისტორიია. საუცხოო კი ის არის, რომ ფეხბურთი კვლავაც შეიძლება იყოს კარგი ფიქრების, საუცხოო წარმოსახვის, კეთილი ოცნებების, ნამდვილი განცდების მქნელი ადამიანის თავში და ამ შემთხვევაში, მიზეზი ხვიჩა კვარცხელიაა, რომელსაც ისე უნდა, ისე უყვარს და ისე შეუძლია, რომ შენ, მის მაყურებელს თავში არც მოგვცა, მისგან განსხვავებული იყო, თუნდაც იმ საათნახევრის განმავლობაში, როცა ჯადოსნურ რამეებს ელი და საჩუქარი არ აყოვნებს.
ამაზე უკეთესი კი, რა უნდა იყოს, როგორც იტყვიან, ამ … როგორც არი. მთვარია, ეს გვაქვს“ , – აღნიშნულია მორჩილაძის წინასიტყვაობაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოში უცხოელებისთვის სამუშაო უფლების მიღების წესი გამკაცრდება – რა იცვლება „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში?
  • რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ვალუტის კურსი
  • რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ირან-ისრაელის ომმა საქართველოზე? – ანალიტიკოსის პროგნოზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge