მომღერალ, ლაშა ღლონტის ქალიშვილი, ანი ღლონტი მამაზე, სიყვარულსა და მეუღლის გაცნობის ისტორიაზე საუბრობს.
გთავაზობთ ღლონტის ინტერვიუს:
“მამაჩემისთვის არაფერი დამიმალავს ცხოვრებაში. ჩვენი სიყვარულის დაწყებიდან მალევე ვუთხარი ჩემს გრძნობებზე და ისიც ძალიან გაგებით მოეკიდა.
ჩემს ცხოვრებაში სანამ ეს სიყვარული გამოჩნდებოდა, ვაპირებდი ამერიკაში სწავლის გაგრძელებას. ერთ მშვენიერ დღესაც შევედი მამასთან და ვუთხარი, ვეღარსად წავალ, რადგან ძალიან შეყვარებული ვარ-მეთქი. მისი პასუხი კი ასეთი იყო, სხვანაირად რომ მოქცეულიყავი, ის გამიკვირდებოდა, რა თქმა უნდა, მივესალმები შენს გადაწყვეტილებასო.
მამამ ჩემი ქმარი საკუთარი შვილივით მიიღო და ხანდახან ამბობს კიდეც, ვერ ვხვდები, რომელი უფრო მიყვარხართო. ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა, რომ მამას და ჩემს ქმარს ასეთი ურთიერთობა აქვთ“ – ამბობს ანი ღლონტი “სარკესთან”.