გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში მამაკაცმა დანით ძმა დაჭრა.
დაშავებული გორის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს და ოპერაცია ჩაუტარდა. იგი ამ ეტაპზე თავს კარგად გრძნობს.
მამაკაცი ამჟამად, ფსიქიატრიულ კლინიკაშია გადაყვანილი. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.