FC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი სოციალური ქსელით ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის „ნაპოლისა“ და „მილანის“ გუშინდელ შეხვედრას გამოეხმაურა.
დვალიშვილმა ნეაპოლელთა ქართველი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია გაამხნევა.
“თავი მაღლა აწიე ძმაო, ჩვენ ყველანი ვამაყობთ შენით“ , – წერს დვალიშვილი.
შეგახსენებთ, გუშინდელი შეხვედრა ნეაპოლში ფრედ, 1:1 დასრულდა და „ნაპოლი“ ლიგას გამოეთიშა, რადგან პირველი შეხვედრა 0:1 ჰქონდა წაგებული.
კვარაცხელიამ 81-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.