Tuesday, July 15, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

მაიკ პომპეოს ჩემთან შეხვედრები კარიერაში წაადგა და დააწინაურეს „ცეერუს“ დირექტორად – ნათელაშვილი

November 17, 2020
მაიკ პომპეოს ჩემთან შეხვედრები კარიერაში წაადგა და დააწინაურეს „ცეერუს“ დირექტორად – ნათელაშვილი

მაიკ პომპეოს ჩემთან შეხვედრები კარიერაში წაადგა და დააწინაურეს, ახლა თუ ისევ შემხვდება, შეიძლება, პრეზიდენტობას გამოკრას ხელი, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

ამით ნათელაშვილმა უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, იგეგმება თუ არა პომპეოს შეხვედრა ოპოზიციასთან.

„პომპეოს მე ძალიან ხშირად ვხვდებოდი ვაშინგტონში, როცა ის კონგრესმენი იყო კანზასიდან. შემდგომ, ჩემი შეხვედრები ასე ვთქვათ, კარიერაში წაადგა და დააწინაურეს „ცეერუს“ დირექტორად, მერე გახდა სახელმწიფო მდივანი. ახლა თუ ისევ შემხვდება, შეიძლება, პრეზიდენტობას გამოკრას ხელი, ოღონდ არ ვიცი, შევხვდები თუ არა“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მისივე თქმით, მაიკ პომპეოს ვიზიტი ადასტურებს შეერთებული შტატების ინტერესებს კავკასიის რეგიონში.

„იმ დიდ ბრძოლაში, რაც უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, ტერიტორიულ მთლიანობას, დემოკრატიასა და სამართლიან არჩევნებს, მთელი მსოფლიო დაგვიდგება გვერდში, ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობიდან დაწყებული და სრულიად პლანეტით გაგრძელებული, მაგრამ კაცი რომ იხრჩობოდა და „ღმერთო მიშველეო“, „გაანძრიე ხელი და გიშველიო“, ჩვენ უნდა გავანძრიოთ ხელი, ჩვენ უნდა მივხედოთ ამ ქვეყანას და მერე ყველა გვერდში დაგვიდგება. რა თქმა უნდა, ეს არის ისტორიული მნიშვნელობის ვიზიტი, რომელიც ერთ კონკრეტულ ადმინისტრაციას ან პიროვნებას კი არ უკავშირდება, არამედ მთლიანად ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს უაღრესად ფეთქებად რეგიონში, რომელიც დღეს ცეცხლის და დენთის კასრია. სწორედ ამიტომ, ჩვენი ყოფნა/არ ყოფნა, მათ შორის სახელმწიფოებრივი პრობლემები უკავშირდება ვაშინგტონიდან მხარდაჭერას, ეს მხარდაჭერა აუცილებლად იქნება, მაგრამ აქ დემოკრატია უნდა იყოს იმ გაგებით, რომ საარჩევნო ბიულეტენების დათვლა მაინც ისწავლონ მათ, ვისაც ეხება და ნამუსი იქონიონ მათ, ვინც ორი ვადით იყო ხელისუფლებაში, ქვეყანა გაგვინადგურა და ახლა მესამე ვადაზე მოფორთხავს. ვერ მიფორთხდება, ივანიშვილს ვეუბნები, მისი გზა ციხესა და საერთაშორისო ტრიბუნალზე გადის“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

ის ასევე, გამოეხმაურა ოპოზიციის მიერ 18 ნოემბერს დაგეგმილ აქციას.

„ეს აქცია, პირველ რიგში, გახლავთ ჩვენი პატივისცემის გამოხატვა შეერთებული შტატებისა და მისი სახელმწიფო მდივნისადმი, დადასტურება ჩვენი დასავლური ორიენტაციის და იმის, რომ მივილტვით დემოკრატიისაკენ და იმავდროულად, შეტყობინება მთელი მსოფლიოსთვის საგანგაშო სიგნალისა, რომ საქართველოში რუსმა ოლიგარქმა მესამედ მოახერხა ძალაუფლების უზურპაცია. ეს ხდება იმ დროს, როცა რუსეთმა გაიმყარა თავისი პოზიციები კავკასიაში, უკვე შეიყვანა ჯარები აზერბაიჯანშიც, სომხეთზე აღარ არის საუბარი და ერთადერთი ჩასაყლაპი დავრჩით ჩვენ. ამ ფონზე პუტინი უკვე ამზადებს მესამე ვადით საკუთარ მთავრობას, რაც ჩვენ და ამერიკამ ერთად არ უნდა დავუშვათ.

აქციის მთავარი გზავნილი უნდა იყოს ის, რომ ხელისუფლებამ ჩაალაგოს გუდა-ნაბადი და წავიდეს. თუ ეს არ ქნეს, სანქციებით ივანიშვილი დაკარგავს ბოლო ცენტამდე ყველაფერს, რაც ამერიკის და ევროპის ბანკებში აქვს დაბანდებული და ხელახალი არჩევნები, სადაც დაფიქსირდება ქართველი ხალხის ნება“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „დონალდ ტრამპმა კრემლს ულტიმატუმი წაუყენა…“ – რას აცხადებს დიმიტრი მედვედევი?
  • შეიცვლება თუ არა ამინდი საქართველოში? – სინოპტიკოსების პროგნოზი
  • “დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა” – რას წერს სადგურის მოედნის ტერიტორიაზე დაღუპული ქალის დისშვილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge