საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გუშინ „მილანთან“ ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი 1/4-ფინალური თამაშის შემდგომ ასეთი კომენტარი გააკეთა:
„რთულია, როცა ვხედავ ცრემლს თქვენს თვალებზე და თქვენთვის ბედნიერება ვერ მომაქვს. ყველანაირად ვეცდები, დღევანდელი დღე გამოცდილებად მივიღო. ბოდიში და მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ყოველ წამს ვგრძნობ. მიყვარხართ და დავბრუნდებით უფრო ძლიერები. წინ ბევრი მატჩია, ოცნება გრძელდება“ .
შეგახსენებთ, გუშინდელი შეხვედრა ნეაპოლში ფრედ, 1:1 დასრულდა და „ნაპოლი“ ლიგას გამოეთიშა, რადგან პირველი შეხვედრა 0:1 ჰქონდა წაგებული.
კვარაცხელიამ 81-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.