„სამხრეთის კარიბჭია” ინფორმაციით, ახალციხის მუნიციპალიტეტში სამი ტყუპი დაიბადა.
გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ურაველში მცხოვრებ ირინა მელიქიძეს ერთი ბიჭი და ორი გოგონა შეეძინა.
პატარები დღეს, 13 აპრილს, საკეისრო კვეთით დაიბადნენ. დედა და შვილები თავს კარგად გრძნობენ.
მშობლებმა პატარებს ლილე, ევა და ალექსანდრე დაარქვეს.