გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს.
სინოპტიკოსების ცნობით, ხვალიდან, სამი დღის განმავლობაში ქვეყანაში გამოიდარებს.
,,18 აპრილიდან ზოგიერთ რაიონში წვიმის მიუხედავად, ტემპერატურა მოიმატებს. კარგი ამინდი გაგრძელდება 19 და 20 აპრილსაც.
21 აპრილიდან ამინდის გაუარესებას ველოდებით.“ – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.