ვაკის საცურაო აუზი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა ცურვის ინსტრუქტორი – დევი ქემოკლიძე
“ღრმა მწუხარებით გაცნობებთ, რომ გარდაიცვალა ჩვენი გუნდის შეუცვლელი წევრი, ცურვის ინსტრუქტორი – დევი ქემოკლიძე.
საკუთარი პასუხისმგებლობით, დაუზოგავი შრომითა და დადებითი ენერგიით, რომელსაც დევი ატარებდა, ყველასთვის გამორჩეული და პატივსაცემი ადამიანი იყო.
ვაკის საცურაო აუზი უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.
გასვენება: სამშაბათი
მის.: გიორგი ჭყონდიდელის 16, კიკვიძის პარკის მიმდებარედ.
პანაშვიდი: ორშაბათი, 17:00 საათი”