16 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობში +12, +14 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს, ტემპერატურა კი +9, +14 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
თბილისში 16 ნოემბერს მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.
სინოპტიკოსების ვარაუდით შესაძლოა 20 ნოემბერს ითოვოს.