Saturday, December 27, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ერთხელ გავიღვიძე და ვერ ვცნობდი საკუთარ სხეულს, მეგონა მოვკვდი” – თიკო სადუნიშვილის უმძიმესი გზა დამოკიდებულებასთან ბრძოლაში

April 13, 2023
“ერთხელ გავიღვიძე და ვერ ვცნობდი საკუთარ  სხეულს, მეგონა მოვკვდი” – თიკო სადუნიშვილის უმძიმესი გზა დამოკიდებულებასთან ბრძოლაში

ჟურნალისტი თიკო სადუნიშვილი ტელეეკრანს დაუბრუნდა. ის „მთავარი არხის“ ეთერში გადაცემა „თინას“ გაუძღვება.

სადუნიშვილმა პირველივე გადაცემაში საკუთარი განვლილი ცხოვრების, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის, შესახებ ისაუბრა.

ჟურნალისტის თქმით, ის რაღაც პერიოდის განმავლობაში ნარკოდამოკიდებული გახდა, რამაც ლამის კატასტროფამდე მიიყვანა.

გთავაზობთ მის მონოლოგს:

“მო­ვიხ­მარ­დი მე­დი­კა­მენ­ტებს, ან­ტი­დეპ­რე­სან­ტებს, ალ­კოჰოლს, სტი­მუ­ლა­ტო­რებს, ე.წ. კლუ­ბურ ნარ­კო­ტი­კებს. მა­რი­ხუ­ა­ნას და თამ­ბა­ქოს, ამა­საც და­ვა­სა­ხე­ლებ, რად­გან ბოლო სამი თვეა ამ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის­გა­ნაც გავ­თა­ვი­სუფ­ლდი.

2 წლი­სა და 8 თვის წინ მივ­ხვდი, რომ რა­ღაც უნდა შე­მეც­ვა­ლა ცხოვ­რე­ბა­ში. აპ­ლი­კა­ცია მაქვს, სა­დაც სუფ­თა დღე­ებს ვით­ვლი, თით­ქოს ახალ და­ბა­დე­ბას ჰგავს… მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სულ მახ­სოვ­დეს და არ და­ვი­ვი­წყო. მახ­სოვ­დეს ისე, რო­გორც ადა­მი­ა­ნებს თა­ვი­სი და­ბა­დე­ბის დღე­ე­ბი ახ­სოვთ. თვე­ში ერთხელ ან მძი­მე მო­მენ­ტებ­ში, როცა სტრე­სუ­ლი დღე­ე­ბი მაქვს, ჩავ­ხე­დავ ხოლ­მე ამ აპ­ლი­კა­ცი­ას და ვიხ­სე­ნებ, არ მინ­და და­მა­ვი­წყდეს… იგი­ვე ცხოვ­რე­ბას არ უნდა და­ვუბ­რუნ­დე.

რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი აქვს იმას, რა­ტო­მაც ცვლი­ლე­ბე­ბი და­ვი­წყე. ერთი ის, რომ ნათ­ლად და­ვი­ნა­ხე, რომ თით­ქოს ჩემი ცხოვ­რე­ბა ლუქ­ში ყოფ­ნას და­ემ­სგავ­სა, ნათ­ლად ვხე­დავ­დი, რომ ჩემი მო­მა­ვა­ლი ჩემი წარ­სუ­ლი იყო – ერ­თფე­როვ­ნე­ბა და აუ­ტან­ლო­ბა. და­მე­წყო შფოთვი­თი აშ­ლი­ლო­ბა, პა­ნი­კუ­რი ში­შე­ბი.

თა­ვი­სი მი­ზე­ზი აქვს, თუ რა­ტომ მო­იხ­მა­რენ ადა­მი­ა­ნე­ბი ნარ­კო­ტიკს და მეც რა­ტომ მო­ვიხ­მარ­დი. ერ­თგვა­რი გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლია. სტე­რე­ო­ტი­პე­ბით და ტა­ბუ­ე­ბით სავ­სე ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობთ. ჩემი ის­ტო­რია მხო­ლოდ ჩემ­ზე არ არის, ამის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არი­ან: ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი, აქ მათ­ზეც უნდა ვი­სა­უბ­რო და ვღე­ლავ, რო­გორ მი­ი­ღე­ბენ.

მახ­სოვს ერთ დი­ლას გა­ვიღ­ვი­ძე და ვერ ვცნობ­დი ად­გილს და სხე­ულს, რო­მელ­შიც გა­ვიღ­ვი­ძე. წა­მოვ­ხტი, მივ­ვარ­დი სარ­კეს­თან და ვერ ვი­ცა­ნი სა­კუ­თა­რი თავი. გა­უ­ცხო­ე­ბა და­მე­მარ­თა, მე­გო­ნა, რომ მოვ­კვდი, ძა­ლი­ან შე­მე­შინ­და. და­მე­წყო კან­კა­ლი, და­ბუ­ჟე­ბა, ვიხ­რჩო­ბო­დი, ყელ­ში ბურ­თი გა­მე­ჩხი­რა. მა­შინ მივ­ხვდი, რომ იმ წუ­თას ვკვდე­ბო­დი, თუმ­ცა ჯერ არ ვი­ყა­ვი მკვდარი.

სუ­ი­ციდ­ზე ფიქ­რე­ბი ბავ­შვო­ბი­დან მქონ­და, მაგ­რამ სურ­ვი­ლი არა­სო­დეს მქო­ნია. შეგ­რძნე­ბე­ბი დავ­კარ­გე და ტან­საც­მლი­ა­ნად გა­ვი­ქე­ცი შხა­პის­კენ, შევ­ვარ­დი და მინ­დო­და რამე მეგ­რძნო, სხე­ულ­თან კავ­ში­რი დავ­კარ­გე. შხა­პის მერე ცივ მეტ­ლახ­ზე დავ­წე­ქი და მა­ინც ვე­რა­ფერს ვგრძნობ­დი. მა­შინ მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ უნდა და­მეს­რუ­ლე­ბი­ნა ეს ცხოვ­რე­ბა და თა­ვი­დან და­მე­წყო. მე­ო­რე დღი­დან მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ უარი მეთ­ქვა ტოქ­სი­კურ ნივ­თი­ე­რე­ბებ­ზე.

არა­სო­დეს მი­ფიქ­რია, რომ დახ­მა­რე­ბა მჭირ­დე­ბო­და. ძლი­ე­რი გო­გოს როლი მქონ­და მორ­გე­ბუ­ლი, არ უნდა გა­მო­მევ­ლი­ნა ჩემი სი­სუს­ტე ადა­მი­ა­ნებ­თან. ეს პროგ­რა­მა ბავ­შვო­ბი­დან ასე მომ­ყვე­ბო­და. ვფიქ­რობ­დი, რომ დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნით და პრობ­ლე­მე­ბის აღი­ა­რე­ბით, ჩემ სი­სუს­ტეს გა­მო­ვავ­ლენ­დი. ამ იმი­ჯის და­კარ­გვის მე­ში­ნო­და. ასე­ვე ძა­ლი­ან რთუ­ლია, აღი­ა­რო სა­კუ­თარ თავ­თან, რომ მენ­ტა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი გაქვს.

ნივ­თი­ე­რე­ბის მოხ­მა­რე­ბით გა­ურ­ბი­ხარ რე­ა­ლო­ბას, არ გაკ­მა­ყო­ფი­ლებს ის, რაც არის და გინ­და გა­ექ­ცე ყვე­ლა­ფერს. ამის აღი­ა­რე­ბა რთუ­ლი იყო, მაგ­რამ მკურ­ნა­ლო­ბა მარ­ტომ და­ვი­წყე. ოთახ­ში ჩა­ვი­კე­ტე, მჯე­რო­და, რომ მარ­ტო ვუშ­ვე­ლი­დი ჩემ თავს და არა­ვის დახ­მა­რე­ბა არ მჭირ­დე­ბო­და.

გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ მე არ მაქვს ისე­თი ცხოვ­რე­ბა და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რო­გორ­ზეც ბავ­შვო­ბა­ში ვოც­ნო­ბე­ბო­დი და სა­დღაც გა­და­ვუხ­ვიე, ეს მა­შინ და­ვი­ნა­ხე, როცა გა­მოვ­ფხიზ­ლდი. მე უკე­თე­სი ურ­თი­ე­რო­ბა მინ­და მქონ­დეს სა­კუ­თარ შვილ­თან და არ მაქვს ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა. და­კარ­გუ­ლი მყავს ჩემ­თვის ძა­ლი­ან ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი, მე­გობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ბავ­შვო­ბის მერე არ მი­ნა­ხავს. ჩემ მშობ­ლებ­თან არ მაქვს ისე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­გო­რიც მინ­და მქონ­დეს. ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რო­მე­ლიც პარტნი­ო­რებ­თან მქო­ნია ცხოვ­რე­ბა­ში, ყვე­ლა ტოქ­სი­კუ­რი იყო.

მქონ­და პე­რი­ო­დე­ბი, რო­დე­საც მშობ­ლის და­ბა­დე­ბის დღე­სა და გარ­თო­ბას შო­რის, გარ­თო­ბა­ზე ვა­კე­თებ­დი არ­ჩე­ვანს. მქო­ნია მო­მენ­ტი, რო­დე­საც დამ­ვი­წყე­ბია და­ბა­დე­ბის დღე­ე­ბი. ნდო­ბა ამ დროს და­კარ­გუ­ლი აქვს ჩემს გა­რე­მოც­ვას და დღეს ჩემი ყო­ვე­ლი საქ­ცი­ე­ლით, ვხე­დავ, რო­გორ ვიმ­სა­ხუ­რებ პა­ტი­ვის­ცე­მას და ეს ორ­მხრი­ვია”.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მოსალოდნელია თოვლი”- გაფრთხილება მოსახლეობას
  • „ჯარიმა 5 000 ლარიდან იწყება…“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
  • რა ხდება ამ წუთებში რიკოთზე – ვრცელდება კადრები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge