Tuesday, July 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მუქი ფერის კვერცხი უკეთესად იღებება. წინასწარ დაფქულ ენდროს ნუ შეიძენთ” – სურსათის უვნებლობის სპეციალისტის რჩევები

April 13, 2023
“მუქი ფერის კვერცხი უკეთესად იღებება. წინასწარ დაფქულ ენდროს ნუ შეიძენთ” – სურსათის უვნებლობის სპეციალისტის რჩევები

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი მარიამ ჩაჩუა გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით აქტუალურ საკითხებზე საუბრობს, აღნიშნავს, რა უნდა გავითვალისწინოთ კვერცხის ყიდვისას, სწორად გამოყენებისა თუ შეღებვისას:

– სადღესასწაულო ფუსფუსის დროს სამზარეულოში ძალიან ბევრ შეცდომას ვუშვებთ ხოლმე. მაგალითად, ყველაზე დიდი რისკი და ალბათობა ჯვარედინი დაბინძურებაა, რაც ერთი პროდუქტიდან სხვა პროდუქტზე ბაქტერიების გამრავლებას ნიშნავს. აღდგომის პერიოდში ყველაზე აქტიური პროდუქტი კვერცხია და მისი სწორად არჩევა უნდა ვიცოდეთ. როდესაც კვერცხს ვყიდულობთ, პირველი, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, სავაჭრო ჰიგიენური გარემოა. ნუ შევიძენთ ისეთ კვერცხს, რომელიც ძირსაა დალაგებული, არ არის შეფუთული, იზოლირებული. მისი გარსი ძალიან მოსაფრთხილებელია, თხელი აპკითაა დაფარული და რაც კი გარედან დაბინძურებაა, შესაძლებელია, კვერცხის ცილაში შევიდეს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, სად ინახება კვერცხი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მოხარშვის დროს ბაქტერიები იღუპება. ამიტომ, სააღდგომო კვერცხი ნაკლებად რისკის შემცველია, დიდი ხნის განმავლობაში იხარშება და ის ბაქტერია, რომლისაც ყველაზე მეტად გვეშინია – სალმონელა, იღუპება. არ მახსენდება სააღდგომო კვერცხით მოწამვლა დაფიქსირებულიყოს. ისევე, როგორც პასკისგან. თუმცა, როგორც აღვნიშნე, ჯვარედინი დაბინძურება არსებობს, რომელიც ძალია მარტივია, რომ სადღესასწაულო აურზაურის დროს მოხდეს. თუ ფერმის კვერცხს ვყიდულობთ, აუცილებლად დავაკვირდეთ ვადას და არ შევიძინოთ ისეთი ფერმის კვერცხი, რომელსაც ვადა არ აქვს მითითებული. სახლში თავისივე კონტეინერით უნდა მივიტანოთ, არ უნდა დავუწყოთ აქტიური ხეხვა, რეცხვა და ასე შემდეგ. სანამ უშუალოდ შეღებვის პროცედურებს არ დავიწყებთ, იქამდე თავისივე კონტეინერით იყოს. ხშირად მინახავს სამზარეულოს ნიჟარაში ჩაწყობილი კვერცხი, რაც შეცდომაა. ამ დროს ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ მთლიანად ნიჟარა დავაბინძუროთ, სათანადო დეზინფექცია არ გავუკეთოთ და უკვე სხვა პროდუქტების, თეფშების მოთავსების შემთხვევაში აქედან ვრცელდება ბაქტერიები. კვერცხის გასარეცხად ავიღოთ ერთი დიდი თასი. მას აქტიური რეცხვა არ სჭირდება. თუ ნელ-თბილ წყალში გავავლებთ და გავწმენდთ, ეს აბსოლუტურად საკმარისი იქნება. კვერცხი ყოველთვის მაცივარში უნდა იყოს მოთავსებული. საერთოდ, ბნელ, გრილ ადგილას კვერცხის შენახვის ვადა 25 დღეა, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ რაც უფრო მეტი დრო გადის, მას სასარგებლო თვისებები მით უფრო აკლდება. მისი გარსიც თხელდება, შესაბამისად უფრო მეტადაა იმის ალბათობა, რომ ბაქტერიები შიგნით გადავიდნენ. 7 დღემდე დადებული კვერცხი თავისი მახასიათებლებით სუკეთესოა.

შეღებვისთვის უკეთესია, თუ მუქი ფერის კვერცხს გამოვიყენებთ, იმიტომ, რომ უფრო კარგად იღებება. სოფლის კვერცხი სასარგებლო და უფრო მეტად გემრიელიცაა და ეს ფრინველის უფრო მრავალფეროვანი კვებითაა განპირობებული. ვინაიდან დიდი ხნის განმავლობაში ვხარშავთ, ის რისკები, რაც შეიძლება თან ახლდეს სოფლის კვერცხს დაბინძურების თვალსაზრისით, ამ შემთხვევაში დაზღვეულები ვართ.

გარდა ამისა, უმჯობესია, თუ შეღებვის წინ მაცივრიდან გამოვალაგებთ და ნახევარი საათი გავაჩერებთ, რომ არ დაგვისკდეს და ისე შევღებოთ. ჩემი დიდი რჩევა და თხოვნა იქნება, რომ ხელოვნური საღებავები არ გამოვიყენოთ. ენდრო ყველაზე მიღებული ფორმაა, მაგრამ აქაც მინდა ერთი რჩევა მოგცეთ. წინასწარ დაფქულ ენდროს ნუ შევიძენთ იმიტომ, რომ დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც იქ ხელოვნური საღებავებია შერეული. გარდა ამისა, შეღებილ კვერცხებს იმავე კვერცხის ყუთში ნუ ჩავაწყობთ.

რაც შეეხება პასკას, მთავარია შეფუთული იყოს და შესაბამისი ეტიკეტი ჰქონდეს, რომ ვიცოდეთ, ვინ არის მწარმოებელი.ზოგადად, მსგავსი ტიპის საკონდიტრო ნაწარმის შენახვის ვადად 72 საათია განსაზღვრული, მაგრამ ისევე, როგორც კვერცხის შემთხვევაში, არ მახსოვს პასკისგან ვინმე მოწამლულიყოს.

წყარო: მშობლები

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • Tik-Tok გამოწვევას კიდევ ერთი სავარაუდო მსხვერპლი ჰყავს – გარდაცვლილია 12 წლის ბიჭი
  • “27 წლის მანძილზე, პირველად, დავითხოვეთ თანამშრომელთა დიდი ნაწილი”- რამაზ სამხარაძე
  • დასახელდა ზოდიაქოს 3 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge