რიკოთის უღელტეხილი ქვათაცვენის გამო კვლავ ჩაკეტილია. ამ დრომდე უცნობია როდის გახდება რიკოთის გავლით ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება შესაძლებელი,
ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
მანქანები ისევ შემოვლითი გზით, საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გავლით მოძრაობენ, თუმცა მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტისთვის ამ გზაზე გადაადგილება აკრძალულია.