საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო, მარტში ბანკებმა მოქალაქეებს სესხი 3 თვით გადაუვადეს.
ეს საშეღავათო პერიოდი ივნისში იწურებოდა, თუმცა პრემიერის, გიორგი გახარიას ბრძანებით, ყველა ის მოქალაქე, რომელმაც სამსახური დაკარგა და სახელმწიფო ანტიკრიზისული გეგმით ეხმარებოდა, სესხები კიდევ სამი თვით გადაუვადა, მოქალაქეები სესხის გადახდისგან სექტემბრამდე განთავისუფლდნენ.
„დაიჯესტი“ დაინტერესდა აპირებს, თუ არა ბანკები მოქალქეებს, კვლავ გადაუვადოს სესხები.
როგორც საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი, ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, ეს საკითხი ჯერ არ განიხილება:
„ერთიან გადავადეებასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არ არის საუბარი, დღის წესრიგში არ დგას ამის საჭიროება. მოწყვლად ჯგუფებზე, ბიზნესმენებსა და ფიზიკურ პირებზე, ივნისიდან მიმდინარეობს უკვე შეღავათი, მაგრამ ეს არ არის სესხის გადავადება, აქ მხოლოდ გრაფიკის ცვლილება მოხდა“,- განაცხადა ამბობს ძნელაძემ.
წყარო: დაიჯესტი