Wednesday, July 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“უცებ წარმოვიდგინე, ის რომ მოეკლათ…” – რას წერს გიორგი კეკელიძე

April 9, 2023
“ეს არის ჯოჯოხეთის რეპეტიცია დედამიწაზე… ისე გტანჯავს ვერ გაურბიხარ” – გიორგი კეკელიძე დუმილს არღვევს (ვიდეო)

“უცებ წარმოვიდგინე, ის რომ მოეკლათ…” – ამის შესახებ პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი და მწერალი გიორგი კეკელიძე წერს და იხსენებს 9 აპრილს.

“9 აპრილი ასე მახსოვს – საჭმელს მაჭმევდნენ და ტელევიზორს ვუყურებდი, უცებ წამომაყენეს და მაგიდის საპირისპირო მხარეს დამსვეს – ტელეკრანისგან ზურგით. ათში ჩემი დაბადების დღეა. რაღაც ნამცხვარს აცხობდნენ და დაიწვა.

გვიან დავფიქრდი – როგორ უნდა დაჯდეს მსგავს ამბებთან კაცი – ზურგით თუ პირდაპირ. ტელევიზორში დაღუპულთა შესახებ აცხადებდნენ. გარეთ მზიანი ამინდი იდგა. გაზაფხულის ამინდი. პატარა ვიყავი. საბავშვო ბაღს ვამთავრებდი. იქ ერთი გოგონა მიყვარდა – მგონი, მთელს ჯგუფსაც. სანამ შინ არ წაიყვანდნენ, ველოდი, თუნდაც ჩემთვის მოეკითხათ. მერე ფეხსაცმელს ვაცმევდი. ეს იყო ჩემი სამიჯნურო რიტუალი. და უცებ წარმოვიდგინე, ის რომ მოეკლათ. სრულიად უცნაური შეგრძნება დამეუფლა. შიში და ბრაზი ერთად. მალე გამიარა – გარეთ ბავშვები თამაშობდნენ. შევუერთდი.

ოზურგეთელი გოგოც შეეწირა აპრილის დღეს. ლიხაურელი. ნინო თოიძე. ლიხაურშივე დაკრძალეს. თვეების შემდეგ ჩემი ნათესავები ავიდნენ სასაფლაოზე. მე ხელში ცხრა აპრილის კალენდარი მეჭირა, გარდაცვლილთა სიით, სამძიმრებით, ნაჩუქარი თუ საჩუქებელი ტიტებით და სხვა ლექსებით. იქ კი ჰყვებოდნენ: დედამისი იგონებს – დედა, სიზმარში ვნახე, შავ ფეხსაცმელს ვყიდულობდიო. დედამისმა, ვიკითხეო და, ბედიაო, გათხოვდებაო. 4 აპრილს სურათი გადაიღო, და 9-ში მომაკითხეო, ფოტოგრაფმა. ცოტა ადრე გააკეთეო, უთქვამს ნინოს ღიმილით.

ასეთი ამბები მესმოდა, მე კი საფლავის ქვაზე სურათს ვუყურებდი. ნინოს ადგილას ისევ ის ბაღელი გოგონა წარმომიდგა. და დაბრუნდა იგივე ბრაზი, ყელში ბურთით და თვალში ცრემლით. ალბათ ეს ბრაზია, რომელიც ომებს იწყებს. უმწეობისა და შურისძიების შეჯახების ბრაზი. ალბათ, ეს ბრაზია, მშვიდობაზე ფიქრს რომ გკარნახობს, პირველ გაელვებას თუ გაუძელი.

გააჩნია, როგორ ზიხარ – პირდაპირ თუ ზურგით“, – წერს გიორგი კეკელიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • იდენტიფიცირებულია მანქანის მძღოლი, რომელიც ზურა ჯაფარიძეს დაეჯახა
  • ”ბიძინა ივანიშვილი ძალიან მალე მოხვდება ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალზე” – შალვა ნათელაშვილი
  • ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთათვისაც უახლოესი რამდენიმე თვე ფარული ამბების გამჟღავნების პერიოდად გადაიქცევა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge