Wednesday, July 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რომელ ოთახში ჯობია ბზის ტოტის შენახვა მთელი წლის განმავლობაში

April 9, 2023
რომელ ოთახში ჯობია ბზის ტოტის შენახვა მთელი წლის განმავლობაში

რომელ ოთახში ჯობია ბზის ტოტის შენახვა მთელი წლის განმავლობაში? – აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით mshoblebi.ge-ს ესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ- მონაზონი ანდრია (სარია):

– როგორ უნდა აღვნიშნოთ ბზობა?

– ტაძარში შევხვდეთ ბზობას, ეს იქნება ყველაზე მართებული დახვედრა ამ დღისა. სპეციალური ლოცვა იკითხება და ამით ჩვენს რწმენასა და მადლიერებას გამოვხატავთ. ლაზარეს მკვდრეთით აღდგინებამ გამოიწვია ქრისტეს განდიდება, იერუსალიმში დიდებით მიღება, თუმცა ამავე დროს აღსრულდა წინასწარმეტყველება. სასწაულის ხილვამ აღაფრთოვანა ისრაელიანნი, მაგრამ მალევე გადაავიწყდათ. ბზობა ტოტების “განდიდებით” არ უნდა აღინიშნებოდეს. ვისთვისაც დაიფინა და გამოჩნდა ქვეყნად ის უნდა გვყავდეს გულში. სულიწმიდის მადლით მოვრწყათ ჩვენი სული, ბზამ რომ “იჯეჯილოს”.

– ბზა მხოლოდ ეკლესიაში უნდა შევიძინოთ?

– ზოგიერთი უფასოდ არიგებს, უმჯობესია სახლიდან მიტანილი და მოვლილი.

– ვინც ტაძრის გარეთ ყიდულობს ეს არ არის მისაღები?

– შეიძლება იყიდოს, რაიმე აკრძალვა არ არსებობს.

– თუ ბზას შინ ვახარებთ ქოთანში ან ეზოში, ბზობას როგორ მოვიქცეთ?

– ყოველ წელს მივიტანოთ და ვაკურთხებინოთ, ნიშნად იმისა რომ განგვიახლდეს ბზობის მადლი. ისე ყველა სახლში შეიძლება დარგული იყოს, მაგრამ ის დანიშნულება არა აქვს, რასაც კურთხევის შემდეგ იძენს.

– თუკი სახლში მიტანილ ნაკურთხ ბზას რტოები მოტყდა და ფოთლები ჩამოცვიცდა, ეს ცოდვად ითვლება?

– განგებ რაც არ კეთდება და მოუფრთხილებლობით, ცოდვაში არ გვეთვლება.

– ვისაც სახლში ძველი, გამხმარი ბზა აქვს იმას რა გზა უნდა მიუჩინონ?

– სუფთა ადგილას დაწვან ან დამარხონ.

– ბზობას თევზით არის ხსნილი?

– ეკლესიამ ნუგეშად დააწესა დღესასწაულის გამო. გარეგნული სუფრის მხარეც მშვენდება სიმდიდრით.

– თუ ვერ შევძელით ბზობას ტაძარში ბზის შეძენა, შეიძლება სხვას ვთხოვოთ მისი შეძენა?

– შეიძლება, მაგრამ ბზობის მნიშვნელობა ის არის, რომ ადამიანი საკუთარ სულსა და გულს რწმენით მიაგებებს უფალს.

– რომელ ოთახში ჯობია ვიქონიოთ ბზის ტოტი მთელი წლის განმავლობაში – იქ სადაც უფრო ხშირად ვტრიალებთ თუ პირიქით, უფრო მშვიდ კუთხეში?

– სადაც ხატების კუთხე გვაქვს.

წყარო – mshoblebi.ge
ავტორი – თეა ცაგურიშვილი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ევროკავშირს საქართველო იმაზე მეტად სჭირდება, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი” – ლევან მაჭავარიანი
  • ექიმი ზურა ჯაფარიძის მდგომარეობის შესახებ კომენტარს აკეთებს
  • პასპორტების გაყალბებაში ბრალდებული კაცი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge