თევზის ჩახოხბილი – უგემრიელესი კერძის მივიწყებული რეცეპტი:
მარილი
შავი პილპილი – 25.00 მარცვალი
ოხრახუში და ქინძი – 3 ძირი
პომიდვრის წვენი – 2.00 ჩჭ
ზეთი – 100.00 გ
სტაფილო – 200.00 გ
დაფნის ფოთოლი – 3 ცალი
ხახვი – 3.00 თავი
თევზი – 1.00 კგ
ტაბულა
მომზადების წესი
ქარიყლაპია,ლოქო,წვერა,კობრი ან სხვა რომელიმე თევზი გავასუფთავოთ, მოვაყაროთ მარილი და დავაწყოთ ღრმა ტაფაზე. მოვაყაროთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, წვრილად დაჭრილი ქინძი და ოხრახუში, დავასხათ ზეთი და 2 ჩაის ჭიქა პომიდვრის წვენი; ჩავაყოლოთ სტაფილო,დაფნის ფოთოლი, 20-25 მარცვალი შავი პილპილი და ვხარშოთ ნელ ცეცხლზე .მოხარშული თევზის ნაჭრები დავალაგოთ ღრმა ლანგარზე და ზედ მოვასხათ თავისივე წვენი.
წყარო – gemrielia.ge
