ხვალ მართლმადიდებლური სამყარო ბზობას აღნიშნავს.
რა არის ბზობაზე კატეგორიულად აკრძალული:
ბზობას ეკლესიებში ხდება ბზის კურთხევა. ტრადიციების მიხედვით, ბზის ტოტებს გამთენიისას, მზის ამოსვლამდე ჭრიან. ნაკურთხი ბზა მიაქვთ სახლში და ხატებთან ათავსებენ. საეკლესიო ტრადიციის მიხედვით, ბზის შეკვრა მთელი წლის მანძილზე ხატებთან უნდა იყოს მოთავსებული, იცავს სახლს ხანძრისა და უბედურებისგან, მაცხოვრებლებს კი ავადმყოფობისგან.
ბზობა დიდ დღესასწაულად მიიჩნევა, მაგრამ რადგან
მძიმე მარხვას ემთხვევა, ხმაურით არ აღინიშნება. შეიძლება შეიკრიბოთ ოჯახის წევრები, მოინახულოთ ახლო ნათესავები, ქეიფი და მოლხენა კი დაუშვებელია.
ერთადერთი გამონაკლისი – ამ დღეს შეგიძლიათ მიირთვათ თევზი და დალიოთ ცოტაოდენი ღვინო. უნდა მოერიდოთ მწყობრიდან გამოსვლას, გაიწმინდოთ სულიერად, ილოცოთ და მოემზადოთ დიდი შვიდეულისთვის.
– ამ დღეს არ შეიძლება მუშაობა.
– ასევე, არ ღირს ცხელი კერძების მომზადება ( ეს სჯობს ადრე მოამზადოთ).
– არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ბზობა დიდ მარხვაში აღინიშნება. ყველაფერი უნდა იყოს ძალიან ზომიერი: კერძებიდან დაშვებულია მხოლოდ თევზის მირთმევა.
– ბზობას არ შეიძლება თმის დავარცხნა.
წყარო – reitingi.ambebi.ge
