Wednesday, July 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ვერავის მივცემ უფლებას, ეს სიმღერა გამიკრიტიკოს…” – ბარბარა სამსახარაძე

April 7, 2023
“ვერავის მივცემ უფლებას, ეს სიმღერა გამიკრიტიკოს…” – ბარბარა სამსახარაძე

“ნიჭიერის” გამარჯვებულმა, ბარბარა სამსახარაძემ 22 მარტს სა­კუ­თა­რი ახა­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი ატ­ვირ­თა “იუ­თუბ­ზე” და 2 კვი­რა­ში ვი­დე­ოს უკვე 700.000 ნახ­ვა აქვს.

ამის შესახებ მან ერთ-ერთ ინტერვიუში ისაბრა.

გთავაზობთ ინტერვიუს უცვლელად:

“პირ­ვე­ლი სიმ­ღე­რის­თვის კარ­გი შე­დე­გია. ეს იყო პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი და პირ­ვე­ლი აგუ­რი “სახ­ლის” მშე­ნებ­ლო­ბის დროს… გარ­და “იუ­ტუ­ბი­სა” 5 დღის წინ მსოფ­ლი­ოს ცნო­ბილ მუ­სი­კა­ლურ პლატ­ფორ­მებ­ზეც გან­ვა­თავ­სე, სა­დაც წარ­მა­ტე­ბუ­ლი მუ­სი­კო­სე­ბი სა­კუ­თარ ნა­მუ­შევ­რებს ტვირ­თა­ვენ. ძა­ლი­ან მა­ბედ­ნი­ე­რებს ის ფაქ­ტი, რომ უკვე აქ­ტი­უ­რად უს­მე­ნენ” – გვე­უბ­ნე­ბა ბარ­ბა­რა სამ­ხა­რა­ძე.

– მოკ­ლედ, ჩა­წე­რე შენი პირ­ვე­ლი სიმ­ღე­რა, რო­მელ­მაც უკვე წარ­მა­ტე­ბა მო­ი­პო­ვა… გვი­ამ­ბე ამა­ზე…

– დიახ, ჩავ­წე­რე ჩემი პირ­ვე­ლი სიმ­ღე­რა, რომ­ლის ავ­ტო­რიც მე თვი­თონ ვარ. მუ­სი­კა არის უცხო­უ­რი ბენ­დის ნა­მუ­შე­ვა­რი, რო­მე­ლიც თა­ვის პრო­დუქტს ყი­დის. პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც ყვე­ლა­ფე­რი ჩა­კე­ტი­ლი იყო, ამ ბენ­დის ეს მუ­სი­კა აღ­მო­ვა­ჩი­ნე. ისე მო­მე­წო­ნა, რომ მას­ზე თა­ვი­სით შე­მო­მე­წე­რა ტექ­სტიც. შემ­დეგ უკვე ამ მუ­სი­კა­ზე მათ­გან ლი­ცენ­ზია შე­ვი­ძი­ნე და დღეს უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ჩემი სიმ­ღე­რაა. რამ­დე­ნი­მე დღე­ში ვა­პი­რებ, მას­ზე სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბიც და­ვიც­ვა.

– ე.ი. ასე შე­საძ­ლე­ბე­ლია, მუ­სი­კის შე­ძე­ნა?

– კი, არის ბენ­დე­ბი, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­შიც, რომ­ლე­ბიც მუ­სი­კას ქმნი­ან და შემ­დეგ თა­ვი­ანთ სა­იტ­ზე ათავ­სე­ბენ. დამ­წყე­ბი არ­ტის­ტე­ბი­დან, ვი­საც სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს ბენდთან ითა­ნამ­შრომ­ლოს, თუ მათი მუ­სი­კა მო­ე­წო­ნე­ბა, შე­უძ­ლი­ათ, იყი­დონ, ამა­ში თან­ხა გა­და­ი­ხა­დონ. ამას­თან, იღე­ბენ ლი­ცენ­ზი­ა­საც და შე­უძ­ლი­ათ იმ­ღე­რონ, გა­ა­კე­თონ თა­ვი­ან­თი სიმ­ღე­რა… ასე რომ, მე შე­ვი­ძი­ნე ეს მუ­სი­კა და ჩე­მია.

შემ­დეგ უკვე 2020 წელს “იუ­თუბ­ზე“ ავ­ტვირ­თე, ოღონდ, ჩემი ყურ­სას­მე­ნე­ბით იყო ჩა­წე­რი­ლი… სიმ­ღე­რის ახა­ლი ვერ­სი­ის შემ­დგო­მი ჩა­წე­რა „ტიკ-ტო­კის“ ვი­დე­ომ გა­ნა­პი­რო­ბა, რო­მელ­საც 200.000-ზე მეტი ნახ­ვა ჰქონ­და.

იქ ვამ­ბობ­დი, რომ სიმ­ღე­რა ჩავ­წე­რე და მისი ყურ­სას­მე­ნე­ბის ვერ­სია არ­სე­ბობს, მაგ­რამ არ მაქვს სტუ­დი­უ­რი ჩა­ნა­წე­რი. თუ ნა­მუ­შე­ვა­რი მო­გე­წო­ნათ, მო­ი­წო­ნეთ ვი­დეო. ისე მო­ე­წო­ნათ, რომ სა­დღაც 1000-ზე მეტი კო­მენ­ტა­რი და­ი­წე­რა. მთხოვ­დნენ სტუ­დი­უ­რი ვერ­სი­ის ჩა­წე­რას, – ჰიტი გახ­დე­ბა, ისე­თი მა­გა­რია, აუ­ცი­ლებ­ლად შე­იყ­ვა­რებს მსმე­ნე­ლიო. ხალ­ხის ასეთ­მა დიდ­მა მო­თხოვ­ნამ სა­ბო­ლო­ოდ გა­და­მა­წყვე­ტი­ნა, ჩა­მე­წე­რა, რა­შიც ჩემი მე­გო­ბა­რი და­მეხ­მა­რა. ჩემს მი­სა­ღებ ოთახ­ში ერთ დღე­ში ჩავ­წე­რეთ.

– ე.ი. ინ­გლი­სურ ენა­ზე ტექ­სტის ავ­ტო­რი შენ ხარ? რა ემო­ცია ჩადე მას­ში?

– ტექ­სტი ოკე­ა­ნის ერთ-ერთ მხა­რე­ზეა… ში­ნა­არ­სი ღრმაა… პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში იყო ადა­მი­ა­ნის ფსი­ქო-ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. ეს სიმ­ღე­რა არის ჩემი მა­შინ­დე­ლი სათ­ქმე­ლი, რა­საც ვგრძნობ­დი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ეს ნა­მუ­შე­ვა­რი ვარ მე! როცა ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის, თით­ქოს წინ მი­დის საქ­მე, მაგ­რამ რა­ღაც მა­ინც გა­ფერ­ხებს, ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლად უკან გხევს. ეს არის ის, რაც შენ არ გე­მორ­ჩი­ლე­ბა… სა­უ­ბა­რია ოკე­ა­ნის იმ მხა­რე­ზე, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ მი­უწ­ვდო­მე­ლია, ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, ბო­ლომ­დე ვერ არის შეს­წავ­ლი­ლი. ეს სიღ­რმე კი ყვე­ლა ადა­მი­ანს გა­აჩ­ნია, მაგ­რამ მას ვე­რა­ვინ ხე­დავს და ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ იგ­რძნო­ბა…

– ემო­ცი­ე­ბით დატ­ვირ­თუ­ლია…

– კი. მე­კი­თხე­ბი­ან, კლიპს არ აპი­რებ? მო­უხ­დე­ბაო… მი­მაჩ­ნია, რომ მას არ სჭირ­დე­ბა ჩარ­ჩო. კლი­პი ხომ იმის­თვი­საა, რომ აღ­ქმა­დო­ბა გამ­ძაფ­რდეს. ვფიქ­რობ, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის ადა­მი­ა­ნი – ბავ­შვი, მოზ­რდი­ლი, მო­ხუ­ცი, მო­წყე­ნი­ლი, მხი­ა­რუ­ლი, როცა ამ ნა­მუ­შე­ვარს მო­ის­მენს, რა გან­წყო­ბი­თაც არ უნდა მო­ის­მი­ნოს, თა­ვის თავს და­ი­ნა­ხავს.

– ტექ­სტი რამ­დენ ხან­ში და­წე­რე?

– ერთ სა­ათ­ში. არ სჭირ­დე­ბა დიდ­ხანს ფიქ­რი. ფიქ­რი იმას სჭირ­დე­ბა, როცა გათ­ვლას კო­მერ­ცი­ა­ზე აკე­თებ – ანუ ხალ­ხს რა მო­ე­წო­ნე­ბა… ჩემ­თვის დავ­წე­რე, ერთი ამო­სუნ­თქვით და ვთქვი ის, რის თქმაც მინ­დო­და. როცა ჩემი გო­ნე­ბა ყვი­რის და ამას რა­ტომ ვერ ხე­დავ შენ? ამ დროს კი ოკე­ა­ნის სიღ­რმეს ვგრძნობ… ყვე­ლა­ფე­რი რომ კარ­გად არის, იმ დროს ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა, ში­ნა­გა­ნად ინ­გრე­ო­დე და ემო­ცი­უ­რად ცუ­დად გრძნობ­დე თავს. ტექსტს ასე­თი ში­ნა­არ­სი აქვს. ამ სი­ტყვებს ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სე­ბუ­რად გა­ნიც­დის, გრძნობს.

– ქარ­თულ ვერ­სი­ა­საც ხომ არ აპი­რებ?

– არა, ქარ­თუ­ლი სი­ტყვე­ბი ძა­ლი­ან პრე­ტენ­ზი­უ­ლი ჟღე­რა­დო­ბი­საა. ამი­ტომ ეს არ გა­მო­ვა. ვინც არ უნდა პრე­ტენ­ზია გა­მოთ­ქვას, ეს სიმ­ღე­რა არის სა­ავ­ტო­რო, ჩემი სიმ­ღე­რაა, მე ასე მემ­ღე­რე­ბა, ასე მე­სა­ხე­ბა. მე არა­ვის შე­მოქ­მე­დე­ბას ვაკ­რი­ტი­კებ, ამი­ტომ ვე­რა­ვის მივ­ცემ უფ­ლე­ბას, ეს სიმ­ღე­რა გა­მიკ­რი­ტი­კოს, რად­გა­ნაც ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­თუ­თია

 

წყარო: ambebi.ge

 

 

 

 

 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბათუმში რუსული ჯგუფის „ტატუსა“ და ანი ლორაკის კონცერტები გაუქმდა
  • “ძალიან რთული სიტუაცია იქმნება” – ლელა კაკულიას აქამდე უცნობი წინასწარმეტყველებები
  • აშშ-მა ირანის წინააღმდეგ დამატებითი დარტყმები დაიწყო

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge