ისრაელში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი თეა ცხადაძე სოციალურ ქსელში შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დათი ქოქრაშვილის ვიდეოს აქვეყნებს.
“2022 წლის 7 აპრილს 8 წლის დათი ისრაელში ჩამოიყვანეს, მის სიცოცხლის გადასარჩენად, გაერთიანდა მთელი საქართველო, ისრაელი და მსოფლიოში მიმოფანტული ემიგრანტები. დღეს დათიკო ჩვენი შვილია. მიყვარხარ და მენატრები ჩემო ბუთქუნა.” – წერს ცხადაძე ვიდეოს აღწერაში
