სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია მალხაზ ბერიკაშვილის გარდაცვალების შესახებ
ინფორმაციას გურჯაანის კულტურის ცენტრი აქვეყნებს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის, მალხაზ ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო, თანავუგრძნობთ მის ოჯახსა და ახლობლებს.
“გურჯაანის კულტურის ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის, მალხაზ ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო, თანავუგრძნობთ მის ოჯახსა და ახლობლებს.
მალხაზი იყო პასუხისხმგებლიანი, კოლეგიალური, დიდსულოვანი, კეთილშობილი ადამიანი და თითოეული ჩვენგანისთვის საიმედო მეგობარი. მისი დაღუპვა დიდი დანაკლისია ჩვენი სამსახურისთვის.
მალხაზ ბერიკაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო, გურჯაანის კულტურის ცენტრში, უახლოეს პერიოდში დაგეგმილი ყველა ღონისძიება გაუქმებულია.”
