ღამით, პოლიციის განსაკუთრებული მობილიზება იყო სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სამართალდამცველები, გამტაცებელს ეძებდნენ.
როგორც ირკვევა პოლიციამ გადამოწმების მიზნით, შეიარაღებული პირის გაჩერება სცადა, რომელიც მოთხოვნას არ დაემორჩილა.
შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი ტაქსის კომპანიის კუთვნილებაში არსებული ავტომანქანა გაიტაცა, მოგვიანებით კი ავტომობილი რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ე.წ. იტალიურ ეზოში დატოვა და ადგილიდან მიიმალა.
გამტაცებელი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ის სამართალდამცველების მიერ უკვე იდენტიფიცირებულია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
