Wednesday, July 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“წავალ სოფელში ცუგებს პაპას სახელზე წავუღებ თითო ნაყინს და გავახსენებ იმათაც მარტოპაპას” – რა დეტალებს იხსენებს გიორგი სუხიტაშვილი გარდაცვლილ ბაბუაზე

April 6, 2023
“წავალ სოფელში ცუგებს პაპას სახელზე წავუღებ თითო ნაყინს და გავახსენებ იმათაც მარტოპაპას” – რა დეტალებს იხსენებს გიორგი სუხიტაშვილი გარდაცვლილ ბაბუაზე

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

ყოველთვის როცა თბილისისკენ ვიზავდი პირს პაპას ვეკითხებოდი, რა წამოგიღომეთქი,
ხახვს, ასანთს, პომიდორს ან მარილს ეგრევე ამბობდა თუ არ ჰქონდა.
დანარჩენს იცოდა რომმეც უცებ შევამჩნევდი და მოვისაკლისებდი.
კიდე რა წამოგიღო ბიჭოო მითხარიმეთქი.
ამის მერე მეტყოდა, არაფერი მშვიდობა წამოიღეო.
ძალიან სცხვენოდა ნაყინის ან საწუწნი კანფეტის დაბარება, ჩემი აზრით სისუსტედ მიაჩნდა რომ ტკბილი ძალიან შეუყვარდა სიბერეში.
ბევრი სახეობის კანფეტი ჩამქონდა და ვაკვირდებოდი ყველაზე ადრე რომელიც გათავდებოდა ე.ი. ის მოსწონდა, ასე გავიგე მისი საყვარელი კანფეტი (ახლაც ვყიდულობ ხოლმე იმ ლურჯ ზოლებიანს).
სახლში შევბრუნდებოდი და მაცივარში შევიხედებოდი ნაყინი თუ იდო საყინულეში, 1 ან 2 თუ იდო ეგ მარაგად არ ითვლებოდა.
რომ ჩამოვიტანდი ვახარებდი ხოლმე,
– ჩამოგიტანე ბიჭოო,
– რაი პაპა ჭიქისაი?
– ჰო, ჭიქისაი.
– შეაწყე იქა.
თუ კარგი ამინდი იყო გამოიტანდა ეზოში, ერთ ხელში პატარა სკამი ეჭირა მეორეში ნაყინი და ჩაის კოვზი, დაჯდებოდა და ნელა ნელა ჭამდა, იქვე აუცილებლად ძაღლი უნდა მჯდარიყო ცუგამ იცოდა როცა ნაყინი გათავდებოდა ვაფლის ჭიქა მისი წილი იყო.
რას შემამყურებ, ხო გაჭამე დღესა?საყვედურობდა ცუგას,
მერე მე გამიგრძელებდა ხოლმე,
-დილასა ქათმი ხორცი და მაგისი ნახარში გავუტანე პურ ჩაყრილი დიდი ჯამითა და მაინც მე შემამყურებს.
დაიჭი აჰა! და მიუგდებდა ხოლმე ვაფლის ჭიქას.
ცუგას არაფერი არ აინტერესებდა “დაიჭი აჰა”-ს მეტი, ჰაერში გადასანსლავდა ხოლმე.
ახლა ვფიქრობ, რომ წავალ სოფელში ცუგებს პაპას სახელზე წავუღებ თითო ნაყინს და გავახსენებ იმათაც მარტოპაპას.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბათუმში რუსული ჯგუფის „ტატუსა“ და ანი ლორაკის კონცერტები გაუქმდა
  • “ძალიან რთული სიტუაცია იქმნება” – ლელა კაკულიას აქამდე უცნობი წინასწარმეტყველებები
  • აშშ-მა ირანის წინააღმდეგ დამატებითი დარტყმები დაიწყო

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge