ახლახანს საქართველოში ცნობილი მაესტრო ლევ მარკიზი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
„საქართველოს სინფონიეტა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მაესტრო ლევ მარკიზის გარდაცვალების გამო!
ლევ მარკიზი იყო პირველი ქართული კამერული ორკესტრის კონსულტანტი (ხელმძღვანელი ოთარ საფარიშვილი).
1978 წელს, კი მისი ხელმძღვანელობით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტურმა ორკესტრმა, ქალაქ ბერლინში გამართულ კარაიანის სახელობის ორკესტრების საერთაშორისო კონკურსზე პირველი ადგილი მოიპოვა.
იგი სისტემატურად ეხმარებოდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და მუსიკალური სასწავლებლების სტუდენტებს სწავლის პროცესში სტიპენდიებით, მუსიკალური ინსტრუმენტებით და ინსტრუმენტებისთვის საჭირო აქსესუარებით, სანოტო მასალით.
ლევ მარკიზი „საქართველოს სინფონიეტასთან“ დაარსების დღიდან თანამშრომლობდა და არაერთი საინტერესო კონცერტი აქვს ჩატარებული. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ასევე მისი წვლილი ორკესტრის პროფესიულ განვითარებაში.
მაესტრო ლევ მარკიზის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია სრულიად მუსიკალური საზოგადოებისთვის და ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მეგობრებს, მოსწავლეებსა და კოლეგებს!”
