8 აპრილიდან პლანეტა მერკური რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს. რეტროგრადული მერკური კუროს ნიშანში გადავა, რომელიც ადამიანების რესურსებზე, ფინანსებზე, თვითშეფასებასა და ცხოვრების სტილზეა პასუხისმგებელი. 18 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით აღნიშნული პლანეტა სწორედ რეტროგრადულ ფაზაში იქნება და ჩამოთვლილ სფეროებზე განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს.
ამიტომ, ნუ ინერვიულებთ, თუ უმოტივაციობას იგრძნობთ, თვითშეფასებასთან დაკავშირებით პრობლემა შეგექმნებათ, ფინანსური მოქმედებების განხორციელება გაგიჭირდებათ. რეტროგრადული მერკურის პერიოდში აღნიშნული სფეროები შედარებით ნელდება.
ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ 17 აპრილიდან 25 აპრილამდე პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპი იქნება. შესაძლოა, მოულოდნელად თქვენ მიერ დაწყებული საქმეები გაჩერდეს, სრულიად დაუგეგმავად შეგეცვალოთ გეგმები, სხვა შედეგი მიიღოთ და ასე შემდეგ. ამიტომ, ფრთხილად იყავით და განსაკუთრებით აღნიშნულ პერიოდში ნუ მიიღებთ რადიკალურ გადაწყვეტილებებს. ჯობს, თუ მნიშვნელოვან შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს შემდეგი დღეებისთვის გადადებთ. ამავდროულად, ეს იქნება დრო, როდესაც თითოეული ადამიანი საკუთარ თავსა და შესაძლებლობებს დააკვირდება და მნიშვნელოვანი დასკვნის გამოტანას შეძლებს. იგრძნობთ, რომ ნელ-ნელა თქვენს თვითშეფასებასა და სამომავლო ხედვაში რაღაც იცვლება და მიხვდებით, რა უნდა გარდაქმნათ იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ.
ამიტომ, აღნიშნულ პერიოდში განსაკუთრებით ყურადღებით დააკვირდით თქვენს თავს, ეცადეთ, დრო მშვიდად გაატაროთ და კარგი გამოცდილება მიიღოთ. რაც მთავარია, გახსოვდეთ, რომ მომატებული შფოთვა, უხასიათობა, სტრესი ნელ-ნელა გაივლის და სამომავლოდ თქვენი მიზნების მისაღწევად უფრო დიდი შემართებით იბრძოლებთ.
გარდა შედარებით რთული პერიოდებისა, რეტროგრადული მერკურის დროს შესაძლოა, მნიშვნელოვანი საჩუქარიც მიიღოთ სამყაროსგან. ეს შეიძლება იყოს მოულოდნელი შეხვედრები ადამიანებთან, რომლებიც თქვენს ცხოვრებას შეცვლიან. ან კიდევ, შეიძლება, აღმოაჩინოთ რაღაც ისეთი, რაც თქვენს შეხედულებებს რადიკალურად გარდაქმნის. ამიტომაც, თქვენი მთავარი ამოცანაა, დააკვირდეთ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
წყარო – “ბომონდი”
