აპრილის ცაზე სავსე მთვარის გამოჩენა მშვენიერი სანახაობაა, რომელიც ხვალ, 6 აპრილს, თბილისის დროით, 08:38 წუთზე გველის. ამ დროს მზის საპირისპირო მხარეს მდებარე მთვარე მთლიანად მისი შუქით იქნება განათებული.
ზოგი მას “ვარდისფერ მთვარეს” უწოდებს, რადგან ციური მნათობის გამოჩენა ჩრდილოეთ ამერიკაში ვარდისფერი ფლოქსის ყვავილობის დროს ემთხვევა, ზოგისთვის კი ის სააღდგომო მთვარეა, რადგან აღდგომის წინა პერიოდში ჩნდება.
ვარდისფერ მთვარეზე დაკვირვება რამდენიმე დღის განმავლობაში შეიძლება. მას დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან დაინახავთ, თუ ამინდი ხელს არ შეგიშლით.
ასტროლოგები გვაფრთხილებენ, რომ სავსე მთვარე წარმოუდგენლად დიდ ძალას და საკმაოდ ძლიერ ენერგიას ფლობს. მთავარია მისი სწორად გამოყენება და სწორი მიმართულებით წარმართვა შეძლოთ.
რისი გაკეთება არ შეიძლება 6 აპრილს სავსემთვარეობაზე?
6 აპრილს ხმამაღალი მუსიკის მოსმენას, ყვირილს, აგრესიულ ქცევას და რაიმეს მტკიცებას უნდა მოერიდოთ. ამ დღეს მნიშვნელოვანი საქმის დაწყება ან მსხვილი კონტრაქტის გაფორმება არ შეიძლება. 6 აპრილს უარი თქვით ალკოჰოლური სასმელების, ხორცისა და სოკოსგან დამზადებული კერძების დაგემოვნებაზე და ნუ დაგეგმავთ ქირურგიულ ოპერაციას. ასევე მოერიდეთ თმის შეჭრას და შეღებვას.
რისი გაკეთებაა რეკომენდებული სავსემთვარეობაზე?
სასურველია, რომ 6 აპრილს მთელი ენერგია შემოქმედებითი საქმიანობისკენ მიმართოთ. ეს დღე შეგიძლიათ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ბუნებაში გაატაროთ. კარგი იქნება, თუ სახლში და სამუშაო ადგილზე საფუძვლიან წმენდას და დალაგებასაც ჩაატარებთ.