ნეაპოლური სპორტული გამოცემა areanapoli.it 1 აპრილს „მილანთან“ საკუთარ მოედანზე „ნაპოლის“ 0:4 მარცხს გამოეხმუარა.
გამოცემამ მატჩის შემდეგ მასპინძელთა გუნდის გასახდელში არსებული ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.
მათ შორის, საუბარია „ნაპოლის“ ქართველ ვარსკვლავზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე. areanapoli.it წერს, რომ ხვიჩა თამაშის მერე სასოწარკვეთილი იყო.
„ის რაც “მილანმა” ნეაპოლში გააკეთა “ნაპოლიმ” დროულად უნდა დაივიწყოს. ეს მარცხი შესაძლოა კარგი გამოდგეს იმ კუთხით, რომ ლუჩიანო სპალეტი აიძულოს ევროპული მატჩებისთვის ცვლილებების გაკეთებაზე იფიქროს.
მაგალითად, კვარაცხელია “ნაპოლის” მწვრთნელის მიერ შემოთავაზებულ სქემაში ცოტათი ჩაკეტილი ჩანდა. კვარაცხელიას უფრო მეტი შესაძლებლობა და მრავალფეროვანი გარემო სჭირდება, ვიდრე მას სპალეტის სათამაშო სქემა სთავაზობს. თუმცა მისი შესაძლებლობების გათვალისწინებით ვიცით, რომ გამბედაობასა და რესურსს არ დაკარგავს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქართველი ფეხბურთელი მასპინძელთა შემადგენლობაში ყველაზე იმედგაცრუებულ ფეხბურთელად ჩანდა. მან მოედანი თავდახრილმა დატოვა და აშკარად განიცდიდა საბოლოო შედეგს.
გასახდელშიც კი დუმდა, დამარცხების გამო სასოწარკვეთილებაში იყო, ზოგიერთმა თანაგუნდელი გაამხნევა, მაგრამ მისი უკმაყოფილება ნამდვილად შესამჩნევი იყო.
გარდა ჩემპიონატში მარცხისა, ქართველს ასევე ძალიან ეტკინა, რომ ნეაპოლში მის სანახავად ჩასულ უამრავ ქართველ გულშემატკივარს ღირსეული შოუ ვერ შესთავაზა”, – აღნიშნულია სტატიაში.
წყარო: belive.ge