Sunday, July 13, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? – განმარტება

April 3, 2023
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? – განმარტება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის, გიორგი წერეთლის განცხადებით, ჯერ ცნობილი არ არის, თუ როდის გაიხსნება რიკოთის უღელტეხილი. როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, რიკოთზე, გზასთან ჩამოწოლილი მეწყერის შესწავლა მიმდინარეობს, და დაახლოებით კვირის ბოლოს გახდება ცნობილი, თუ როდის გახდება შესაძლებელი საავტომობილო გზის გახსნა.

„30 მარტს, რიკოთის მონაკვეთზე შევწყვიტეთ მოძრაობა და გადავრთეთ გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მონაკვეთზე, აღნიშნული გარემოება გამოწვეული იყო უკიდურესი აუცილებლობით, რადგან თოვლის დნობის გამო, სავალ გზასთან ახლოს მეწყრული პროცესები განვითარდა. დაკვირვების შედეგად, ბზარებმა დაიწყო მომატება, სპეციალისტების რეკომენდაციით გადავწყვიტეთ, რომ შეგვეწყვიტა მოძრობა. დღეს ადგილზე გზის გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს, დაწყებულია გეოლოგიური კვლევები, სპეციალისტები სწავლობენ და პირველადი შედეგები კვირის ბოლოსთვის იქნება ცნობილი. ამის შემდეგ შეგვეძლება ვიმსჯელოთ, თუ როდის შეგვეძლება საავტომობილო გზის გახსნა. თავად გომი-საჩხერე-ჭიათურის გზაზე გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით 6-კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობდა. მძღოლებს შეფერხებისთვის ბოდიშს ვუხდით“, – განაცხადა წერეთელმა.

კითხვაზე, რამდენად იყო ჩატარებული შესაბამისი კვლევები, იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევები არ მომხდარიყო, წერეთელი ამბობს, რომ რიკოთის გზის მხოლოდ პირველ მონაკვეთზე 170 კვლევაა ჩატარებული და საუბარი იმის შესახებ, რომ საკმარისი კვლევები არ ჩატარდა, მიუღებელია.

ინფორმაციისთვის, 30 მარტიდან, რიკოთის ნაცვლად მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურის გზით ხორციელდება.

“საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის (149-ე კმ) მონაკვეთზე, არსებული გზის სიახლოვეს მეწყრული პროცესების განვითარების საშიშროების გამო, საავტომობილო გზის კმ114-კმ194 მონაკვეთზე (ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი-ზესტაფონი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება. მსუბუქი ავტოტრანსპორტი დროებით იმოძრავებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება, – ნათქვამია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

 

წყარო: bm.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შეიცვლება თუ არა ამინდი? – სინოპტიკოსების პროგნოზი
  • “არაფერი გჭამს ისე, როგორც ოჯახის მონატრება და იმის განცდა, რომ ისედაც შეზღუდული დროის მნიშვნელოვან ნაწილს ისინი შენს გარეშე ცხოვრობენ” – ზურა ჯაფარიძის წერილი, რომელიც მან 8 ივლისს, დედის გარდაცვალებამდე დაწერა
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge