„მილანის“ ლიდერმა, რაფაელ ლეაომ გუშინ „ნაპოლისთან“ მოგებული მატჩის შემდეგ მედიასთან ისაუბრა.
თამაშის მერე ლეაომ მაისური კვარაცხელიას გაუცვალა, რის მიზეზადაც რაფამ კვარას გულშემატკივრობა დაასახელა
„ვიცოდით, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი მატჩი ძლიერ მეტოქესთან, რომელიც შესანიშნავ სეზონს ატარებს. ხალხის ლაპარაკმა დამატებითი მოტივაცია მოგვცა. მინდა, მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებსა და თანაგუნდელებს, რადგან ყველამ ბევრი ვიმუშავეთ და ,,მილანი” სწორედ ეს არის.
„ნაპოლისთან” მიახლოება გვინდა, სერია A-ში ეს ჩვენი მიზანია. ჩემპიონთა ლიგა კი განსხვავებული ტურნირია.
მაისური კვარასთან გავცვალე, შემიძლია ვთქვა, რომ მისი დიდი გულშემატკივარი ვარ. მომწონს, რასაც მოედანზე აკეთებს, ვფიქრობ, ერთი სტილის ფეხბურთელები ვართ, ის ფანტასტიკურ სეზონს ატარებს“ , – განაცხადა ლეაომ.
შეგახსენებთ, გუშინ „ნაპოლისა“ და „მილანის“ დაპირისპირება 0:4 დასრულდა. კვარაცხელიამ მატჩი სრულად ჩაატარა. რაც შეეხება ლეაომ, მან დუბლი მიითვალა.